Context of პოლონეთი

პოლონეთი (პოლ. Polska), ოფიციალურად პოლონეთის რესპუბლიკა (პოლ. Rzeczpospolita Polska) — ცენტრალური ევროპის სახელმწიფო. დასავლეთიდან ესაზღვრება გერმანია, სამხრეთიდან ჩეხეთი და სლოვაკეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა, ბელარუსი და ლიეტუვა, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბალტიის ზღვა. სწორედ ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს რუსეთის ოლქი კალინინგრადი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 312,679 კვადრატულ კილომეტრს (120,726 კვ.მი), მთელ მსოფლიოში პოლონეთს ფართობის მხრივ 69-ე ადგილი უკავია, ხოლო ევროპაში მეცხრე. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 38.5 მილიონ ადამიანს, მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ პოლონეთი 37-ე ადგილს, ხოლო ევრიკავშირში მეხუთე ადგილს იკავებს. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი მეტროპოლიტია ვარშავა. სხვა ძირითადი ქალაქებია: კრაკოვი, ლოძი, ვროცლავი, პოზნანი, გდანსკი და შჩეცინი.

პოლონეთის დაარსება იდენტიფიცირებულია ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებიდან, ეს მოვლენა მოხდა 966 წელს მიეშკო I მმართველობის პერიოდში. მიეშკოს დროს დაიწყო პოლონეთის სამეფოს ჩამოყ...დაწვრილებით

პოლონეთი (პოლ. Polska), ოფიციალურად პოლონეთის რესპუბლიკა (პოლ. Rzeczpospolita Polska) — ცენტრალური ევროპის სახელმწიფო. დასავლეთიდან ესაზღვრება გერმანია, სამხრეთიდან ჩეხეთი და სლოვაკეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა, ბელარუსი და ლიეტუვა, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბალტიის ზღვა. სწორედ ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს რუსეთის ოლქი კალინინგრადი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 312,679 კვადრატულ კილომეტრს (120,726 კვ.მი), მთელ მსოფლიოში პოლონეთს ფართობის მხრივ 69-ე ადგილი უკავია, ხოლო ევროპაში მეცხრე. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 38.5 მილიონ ადამიანს, მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ პოლონეთი 37-ე ადგილს, ხოლო ევრიკავშირში მეხუთე ადგილს იკავებს. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი მეტროპოლიტია ვარშავა. სხვა ძირითადი ქალაქებია: კრაკოვი, ლოძი, ვროცლავი, პოზნანი, გდანსკი და შჩეცინი.

პოლონეთის დაარსება იდენტიფიცირებულია ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებიდან, ეს მოვლენა მოხდა 966 წელს მიეშკო I მმართველობის პერიოდში. მიეშკოს დროს დაიწყო პოლონეთის სამეფოს ჩამოყალიბება, რომელმაც 1025 წლიდან 1569 წლამდე იარსება. 1569 წელს მოხდა გაერთიანება ლიტვის დიდი სამთავროსთან, ორ ქვეყანას შორის დაიდო ლუბლინის უნია, შექიმილ ახალ სახელმწიფოს ეწოდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა.

1795 წელს მოხდა დასუსტებული პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დაყოფა, ევროპის სამ სახელმწიფოს: პრუსიას, რუსეთის იმპერიასა და ავსტრიას შორის. პოლონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში შეიქმნა პოლონეთის მეორე რესპუბლიკა. ამ სახელმწიფომ 1939 წლამდე იარსება, ამ წელს მესამე რაიხმა და საბჭოთა კავშირმა მოახდინა ქვეყნის ოკუპირება. მსოფლიო ომის პერიოდში პოლონეთში ტარდებოდა გერმანელების და საბჭოელების პოლიტიკა. მსოფლიო ომს ექვსი მილიონი პოლონელი შეეწირა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აქ შეიქმნა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც სოციალისტური ბანაკის წევრი იყო და განიცდიდა საბჭოეთის გავლენას.

1989 წლის რევოლუციის შემდეგ, პოლონეთი გათავისუფლდა კომუნიზმისაგან. თანამედროვე პოლონეთის ტერიტორია იყოფა სავოევოდოებად (პოლ. województwo). პოლონეთი შესულია ევროკავშირში, ნატოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD).

Phrasebook

გამარჯობა
Witam
მსოფლიო
Świat
Გამარჯობა მსოფლიო
Witaj świecie
Გმადლობთ
Dziękuję Ci
ნახვამდის
Do widzenia
დიახ
TAk
არა
Nie
Როგორ ხარ?
Jak się masz?
Კარგი, მადლობა
Dobrze, dziękuję
Რა ღირს?
Ile to kosztuje?
Ნული
Zero
ერთი
Jeden

Where can you sleep near პოლონეთი ?

Booking.com
489.992 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 41 visits today.