Context of სირია

სირია (არაბ. سورية‎; სირიული: ܣܘܪܝܐ), ოფიციალურად სირიის არაბთა რესპუბლიკა არაბ. الجمهورية العربية السورية‎) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ლიბანი და ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთიდან თურქეთი, აღმოსავლეთიდან ერაყი, სამხრეთიდან იორდანია და სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელი.

თანამედროვე სირიის სახელმწიფოებრიობა დაიწყო 70 წლის წინ, ხოლო ცივილიზაცია ჩაისახა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. დედაქალაქია დამასკო, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში, გარდა ამისა, დამასკი დღევანდელ მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა.

2015 წლის მონაცემებით სირიის მოსახლეობა შეადგენს 18,5 მლნ ადამიანს. მოსახლეობის 70 %-ზე მეტი სუნიტია. სირიაში ასევე ცხოვრობენ ალავიტები - 16 % და ქრისტიანები - 10 %. სახელმწიფო ენაა - არაბული.

1963 წლიდან დღემდე რესპუბლიკას მართავს პარტია ბაასი და მისი მოკავშირეები. 2011 წლიდან სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი ერთი მხრივ ქვეყნის ხელისუფლებას, ხ...დაწვრილებით

სირია (არაბ. سورية‎; სირიული: ܣܘܪܝܐ), ოფიციალურად სირიის არაბთა რესპუბლიკა არაბ. الجمهورية العربية السورية‎) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ლიბანი და ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთიდან თურქეთი, აღმოსავლეთიდან ერაყი, სამხრეთიდან იორდანია და სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელი.

თანამედროვე სირიის სახელმწიფოებრიობა დაიწყო 70 წლის წინ, ხოლო ცივილიზაცია ჩაისახა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. დედაქალაქია დამასკო, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში, გარდა ამისა, დამასკი დღევანდელ მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა.

2015 წლის მონაცემებით სირიის მოსახლეობა შეადგენს 18,5 მლნ ადამიანს. მოსახლეობის 70 %-ზე მეტი სუნიტია. სირიაში ასევე ცხოვრობენ ალავიტები - 16 % და ქრისტიანები - 10 %. სახელმწიფო ენაა - არაბული.

1963 წლიდან დღემდე რესპუბლიკას მართავს პარტია ბაასი და მისი მოკავშირეები. 2011 წლიდან სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი ერთი მხრივ ქვეყნის ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ შეიარაღებულ ოპოზიციას, ქურთების დაჯგუფებებსა და 2014 წლიდან ისლამურ სახელმწიფოს შორის. კონფლიქტის ყველა მხარე მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

More about სირია

Basic information
Population, Area & Driving side
  • Population 23865423
  • Area 185180
  • Driving side right

Phrasebook

ორი
اثنين
სამი
ثلاثة
ოთხი
أربعة
ხუთი
خمسة
Ექვსი
ستة
შვიდი
سبعة
რვა
ثمانية
ცხრა
تسع
ათი
عشرة
ვწუხვარ
أنا آسف
Სად არის ტუალეტი?
أين الحمام؟
ინტერნეტი
إنترنت

Where can you sleep near სირია ?

Booking.com
8.845.588 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.074 visits today.