კვიპროსი

Context of კვიპროსი

კვიპროსი (ბერძ. Κύπρος, თურქ. Kıbrıs), ოფიციალურად კვიპროსის რესპუბლიკა (ბერძნ. Κυπριακή Δημοκρατία, თურქ. Kıbrıs Cumhuriyeti) — კუნძულოვანი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. კვიპროსი როგორც მოსახლეობის რაოდენობით ასევე ფართობის სიდიდითაც ხმელთაშუა ზღვაში მესამეა. გეოგრაფიულად ეკუთვნის აზიას, თუმცა კულტურულ-პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპის ნაწილია. ის მდებარეობს თურქეთის სამხრეთით, სირიისა და ლიბანის დასავლეთით, ისრაელის ჩრდილო–დასავლეთით, ეგვიპტის ჩრდილოეთით და საბერძნეთის აღმოსავლეთით.

კვიპროსზე უძველესი ნამოსახლარები თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე X ათასწლეულით. იმ პერიოდის არქეოლოგიური ძაგლებში გვხვდება კარგად შემონახული ნეოლითის ხანის სოფელი ხიროკიტია. კვიპროსზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში სახლობდნენ მიკენიელი ბერძნები. მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო დიდ იმპერიებს ჰქონდათ დაპყრობილი. მათ შორის: ნეო-ასურეთს, ძველ ეგვიპტს და აქემენიანთა იმპერიას. ძვ. წ. 333 წელს ის ალექსანდრე დიდმა გაათავისუფლა. ალექსანდრეს სიკვ...დაწვრილებით

კვიპროსი (ბერძ. Κύπρος, თურქ. Kıbrıs), ოფიციალურად კვიპროსის რესპუბლიკა (ბერძნ. Κυπριακή Δημοκρατία, თურქ. Kıbrıs Cumhuriyeti) — კუნძულოვანი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. კვიპროსი როგორც მოსახლეობის რაოდენობით ასევე ფართობის სიდიდითაც ხმელთაშუა ზღვაში მესამეა. გეოგრაფიულად ეკუთვნის აზიას, თუმცა კულტურულ-პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპის ნაწილია. ის მდებარეობს თურქეთის სამხრეთით, სირიისა და ლიბანის დასავლეთით, ისრაელის ჩრდილო–დასავლეთით, ეგვიპტის ჩრდილოეთით და საბერძნეთის აღმოსავლეთით.

კვიპროსზე უძველესი ნამოსახლარები თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე X ათასწლეულით. იმ პერიოდის არქეოლოგიური ძაგლებში გვხვდება კარგად შემონახული ნეოლითის ხანის სოფელი ხიროკიტია. კვიპროსზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში სახლობდნენ მიკენიელი ბერძნები. მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო დიდ იმპერიებს ჰქონდათ დაპყრობილი. მათ შორის: ნეო-ასურეთს, ძველ ეგვიპტს და აქემენიანთა იმპერიას. ძვ. წ. 333 წელს ის ალექსანდრე დიდმა გაათავისუფლა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ის მოექცა პტოლემეების დინასტიის მმართველობაში. შემდგომში ის შედიოდა რომის, ბიზანტიის იმპერიების, ვენეციის რესპუბლიკის და ბოლოს 3 საკუნის განმავლობაში 1571–1878 წლებში (დე იურე 1914 წლამდე) ოსმალეთის შემადგენლობაში.

1878 წლიდან კვიპროსი მოექცა ბრიტანეთის გავლენის ქვეშ, საიდანაც დამოუკიდებლობა მხოლოდ 1960 წელს მოიპოვა. 1961 წელს ის შეუერთდა ერთა თანამეგობრობას. 1963 წელს დაიწყო 11-წლიანი ინტერკომუნალური დაპირისპირება კვიპროსელ ბერძნებსა და თურქებს შორის.საბოლოოდ დაპირისპირება 1984 წელს კვიპროსის გაყოფითა და ჩრდილოეთი კვიპროსის არაღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებით დასრულდა.

კვიპროსს აქვს დე იურე სუვერენიტეტი, რომელიც ვრცელდება მთელს კუნძულზე და მის შემოგარენ წყლებზე, გარდა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების – აკროტირი და დეკელიასი. 2004 წლის 1 მაისს კვიპროსი გახდა ევროკავშირის წევრი, ხოლო 2008 წლის 1 იანვარს შეუერთდა ევროზონას.

More about კვიპროსი

Basic information
  • Currency ევრო
  • Calling code +357
  • Internet domain .cy
  • Mains voltage 240V/50Hz
  • Democracy index 7.56
Population, Area & Driving side
  • Population 1141166
  • Area 9242
  • Driving side left

Where can you sleep near კვიპროსი ?

Booking.com
492.522 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 16 visits today.