Context of ისრაელი

ისრაელი (ებრ. יִשְׂרָאֵל Yisra'el; არაბ. إِسْرَائِيل Isrā'īl, ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო) — ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე. ესაზღვრება ლიბანი ჩრდილოეთით, სირია ჩრდილო-აღმოსავლეთით, იორდანია აღმოსავლეთით და ეგვიპტე სამხრეთ-დასავლეთით, და მოიცავს გეოგრაფიულად მრავალფეროვან რეგიონებს მის შედარებით მცირე ტერიტორიაზე. საკუთრივ ისრაელს ასევე ემიჯნება დასავლეთ ნაპირი აღმოსავლეთით და ღაზას სექტორი სამხრეთ-დასავლეთით. 7,86 მილიონი მოსახლეობით, რომელთა უმრავლესობა ებრაელია, ისრაელი მსოფლიოს ერთადერთი ებრაული სახელმწიფოა. ისრაელი სამშობლოდ ითვლება სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვისაც, მათ შორის უმრავლესობას არაბები და მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფები (მუსლიმები, ქრისტიანები, დრუზები, სამარიტელები და სხვ.) წარმოადგენენ.

ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო საფუძვლებს იყრის ისრაელის მიწაზე (Eretz Yisrael), კონცეფცია, რომელიც უძველესი დროიდან იუდაიზმის ცენტრალური იდეა იყო, და უძველესი იუდეის სამეფოს...დაწვრილებით

ისრაელი (ებრ. יִשְׂרָאֵל Yisra'el; არაბ. إِسْرَائِيل Isrā'īl, ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო) — ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე. ესაზღვრება ლიბანი ჩრდილოეთით, სირია ჩრდილო-აღმოსავლეთით, იორდანია აღმოსავლეთით და ეგვიპტე სამხრეთ-დასავლეთით, და მოიცავს გეოგრაფიულად მრავალფეროვან რეგიონებს მის შედარებით მცირე ტერიტორიაზე. საკუთრივ ისრაელს ასევე ემიჯნება დასავლეთ ნაპირი აღმოსავლეთით და ღაზას სექტორი სამხრეთ-დასავლეთით. 7,86 მილიონი მოსახლეობით, რომელთა უმრავლესობა ებრაელია, ისრაელი მსოფლიოს ერთადერთი ებრაული სახელმწიფოა. ისრაელი სამშობლოდ ითვლება სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვისაც, მათ შორის უმრავლესობას არაბები და მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფები (მუსლიმები, ქრისტიანები, დრუზები, სამარიტელები და სხვ.) წარმოადგენენ.

ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო საფუძვლებს იყრის ისრაელის მიწაზე (Eretz Yisrael), კონცეფცია, რომელიც უძველესი დროიდან იუდაიზმის ცენტრალური იდეა იყო, და უძველესი იუდეის სამეფოს გულში, საიდანაც თანამედროვე ებრაელები უნდა იყვნენ წარმოშობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ დაამტკიცა პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი, რომელსაც უსწრებდა „ებრაელი ხალხისთვის ეროვნული კერის“ შექმნისთვის ხელშეწყობის მიზნით გამოქვეყნებული ბალფურის დეკლარაცია. 1947 წელს, პალესტინაზე ბრიტანული მანდატის ამოწურვის შემდეგ, გაერომ დაამტკიცა პალესტინის ტერიტორიის გაყოფა ორ - ებრაულ და არაბულ ნაწილებად, რასაც დაეთანხმნენ ადგილობრივი ებრაელები, ხოლო უარი განაცხადეს არაბებმა. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაზეც მეზობლემა არაბულმა სახემწიფოებმა ომის დაწყებით უპასუხეს, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ისრაელის ცნობაზე, რასაც საფუძვლად ედო ადგილობრივ არაბთა მიერ ყოფილი ბრიტანეთის სამანდატო პალესტინის სრულ ტერიტორიაზე პრეტენზია. ისრაელი თავდაცვითი ომების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ომებით მან საკუთარი საზღვრები გაეროს დაყოფის გეგმით ფარგლებს გარეთ გადაწია. მას შემდეგ ისრაელი კონფლიქტშია მრავალ მეზობელ არაბულ ქვეყანასთან, რის გამოც პერიოდული ომები და კონფლიქტები რეგიონში დღემდე გრძელდება. დაფუძნების შემდეგ ისრაელის საზღვრები და სახელმწიფოს არსებობის უფლება მუდმივი დისპუტის საგანი იყო, განსაკუთრებით მის არაბ მეზობლებთან და მათ პალესტინელ ლტოლვილებთან. ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულება აქვს მოწერილი ეგვიპტესთან და იორდანიასთან, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პალესტინელებთან დღემდე შეუძლებელი გახდა.

ისრაელი წარმომადგენლობითი დემოკრატიაა საპარლამენტო სისტემითა და საყოველთაო საარჩევნო უფლებით. პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელის, ხოლო ქნესეთი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებას ასრულებს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა სიდიდით 44-ეა მსოფლიოში. ჰუმანური განვითარებით, პრესის თავისუფლებითა და ეკონომიკური კონკურენტულობით ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რანგით პირველია. იერუსალიმი ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქია და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ხოლო თელ-ავივი — ეკონომიკური ცენტრი.

More about ისრაელი

Basic information
Population, Area & Driving side
  • Population 9840000
  • Area 20770
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
שלום
მსოფლიო
עוֹלָם
Გამარჯობა მსოფლიო
שלום עולם
Გმადლობთ
תודה
ნახვამდის
הֱיה שלום
დიახ
כן
არა
לא
Როგორ ხარ?
מה שלומך?
Კარგი, მადლობა
טוב תודה
Რა ღირს?
כמה זה?
Ნული
אֶפֶס
ერთი
אחד

Where can you sleep near ისრაელი ?

Booking.com
489.022 visits in total, 9.195 Points of interest, 404 Destinations, 68 visits today.