Context of სერბეთი

სერბეთი (სერბ. Србија, Srbija), ოფიციალურად სერბეთის რესპუბლიკა (სერბ. Република Србија) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება უნგრეთი ჩრდილოეთით; რუმინეთი და ბულგარეთი — აღმოსავლეთით; ჩრდილოეთი მაკედონია და ალბანეთი — სამხრეთით; ხოლო მონტენეგროს, ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას — დასავლეთით. სერბეთის ტერიტორიაზე მდებარეობს თვითაღიარებული სახელმწიფო კოსოვო, რომლის მოსახლეობის უმეტესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ. რესპუბლიკის მოსახლეობა კოსოვოს გამოკლებით დაახლოებით 7 მილიონია, ხოლო კოსოვოს ჩათვლით - დაახლოებით 8.8 მილიონი. მისი დედაქალაქი, ბელგრადი, არის სამხრეთ ევროპის უდიდესი და უძველესი ქალაქი.

ქვეყნის ტერიტორია პალეოლითის ხანიდან დასახლებულია. 1217 წელს სერბეთის სამეფომ მიიღო აღიარება წმინდა საყდრისა და კონსტანტინოპოლისგან; 1346 წელს მიაღწია ტერიტორიულ მაქსიმუმს და მცირე დროით (1346-1371) იწოდებოდა სერბეთის იმპერიად. XVI საუკუნის ...დაწვრილებით

სერბეთი (სერბ. Србија, Srbija), ოფიციალურად სერბეთის რესპუბლიკა (სერბ. Република Србија) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება უნგრეთი ჩრდილოეთით; რუმინეთი და ბულგარეთი — აღმოსავლეთით; ჩრდილოეთი მაკედონია და ალბანეთი — სამხრეთით; ხოლო მონტენეგროს, ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას — დასავლეთით. სერბეთის ტერიტორიაზე მდებარეობს თვითაღიარებული სახელმწიფო კოსოვო, რომლის მოსახლეობის უმეტესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ. რესპუბლიკის მოსახლეობა კოსოვოს გამოკლებით დაახლოებით 7 მილიონია, ხოლო კოსოვოს ჩათვლით - დაახლოებით 8.8 მილიონი. მისი დედაქალაქი, ბელგრადი, არის სამხრეთ ევროპის უდიდესი და უძველესი ქალაქი.

ქვეყნის ტერიტორია პალეოლითის ხანიდან დასახლებულია. 1217 წელს სერბეთის სამეფომ მიიღო აღიარება წმინდა საყდრისა და კონსტანტინოპოლისგან; 1346 წელს მიაღწია ტერიტორიულ მაქსიმუმს და მცირე დროით (1346-1371) იწოდებოდა სერბეთის იმპერიად. XVI საუკუნის შუა წლებში დღევანდელი სერბეთის ტერიტორია ოსმალებმა დაიქვემდებარეს. ოსმალების მმართველობა რამდენჯერმე გაწყვიტა ჰაბსბურგის იმპერიამ, რომელმაც XVII საუკუნის ბოლოს ცენტრალური სერბეთისკენ დაიწყო გაფართოება. XIX საუკუნის დასაწყისში სერბეთის რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა სამთავრო, რომელიც რეგიონის პირველ კონსტიტუციურ მონარქიას წარმოადგენდა; სამთავრომ შემდგომში ტერიტორიები გააფართვა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც სერბები ძლიერ დააზიანა, ქვეყანა გახდა ხორვატების, სლოვენიისა და სერბების სამეფოების ცენტრი. იუგოსლავიის დაშლის დროს, სერბეთმა ჩამოაყალიბა კავშირი მონტენეგროსთან, რომელიც მშვიდობიანად დაიშალა 2006 წელს და 1928 წლის შემდეგ პირველად, სერბეთმა, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, დამოუკიდებლობა მოიპოვა. 2008 წელს კოსოვოს პროვინციის პარლამენტმა ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განსხვავებული პასუხები მოჰყვა. სერბეთი არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ეროვნული უმცირესობების დიდი რაოდენობაა რეგისტრირებული; ხოლო ვოევოდინა, ავტონომიური პროვინცია, აღიარებულია თასივი მრავალ-ეთნიკური და მრავალ-კულტურული თვითმყოფადობით.

უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა, სერბეთი, არის UN-ს, CoE-ს, OSCE-ს, PfP-ს, BSEC-ს, CEFTA-ს წევრი; აგრეთვე უერთდება WTO-ს. 2025 წლისთვის ევროკავშირში შესვლის პერსპექტივით, 2014 წლიდან ქვეყანა ევროკავშირთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

More about სერბეთი

Basic information
Population, Area & Driving side
  • Population 6647003
  • Area 88361
  • Driving side right

Phrasebook

ორი
Два
სამი
Три
ოთხი
Четири
ხუთი
Пет
Ექვსი
Шест
შვიდი
Седам
რვა
Осам
ცხრა
Девет
ათი
десет
ვაი - ფაი
Ви-фи
წყალი
Вода
Სად არის ტუალეტი?
Где је тоалет?

Where can you sleep near სერბეთი ?

Booking.com
492.884 visits in total, 9.215 Points of interest, 405 Destinations, 24 visits today.