Stećak ( სტეჩკები )

სტეჩკები (სერბ. Stećci, ხორ. Stećak) — შუა საუკუნეების მონუმენტური საფლავის ქვები, რომელთა დიდი რაოდენობა (დაახლ. 60 000) გვხვდება ბოსნია და ჰერცეგოვინაში. ასევე გავრცელებულია ხორვატიაში, მონტენეგროსა და სერბეთში (დაახლ. 10 000).

2009 წელს ოთხივე ქვეყანა შეთანხმდა და სტეჩკები წარადგინეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში.

2016 წლის 15 ივლისს სტეჩკები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.