Auschwitz-Birkenau

( ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი )

ოსვენციმის საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი (აუშვიცის საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი: გერმ. Konzentrationslager Auschwitz, პოლ. Obóz Koncentracyjny Auschwitz; საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი ბირკენაუ: გერმ. Konzentrationslager Birkenau, პოლ. Obóz Koncentracyjny Birkenau, საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი აუშვიც-ბირკენაუ: გერმ. Konzentrationslager Auschwitz-Birkenau, პოლ. Obóz Koncentracyjny Auschwitz-Birkenau) — ყოფილი საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი ქსელი პოლონეთის ტერიტორიაზე. ეს დაწესებულება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენდა. ეს იყო გერმანელების მიერ აგებული ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ბანაკისგან.

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ქალაქ ოსვენციმის სიახლოვეს მდებარეობდა. ბანაკი თავდაპირველად პოლიტიკურ...დაწვრილებით

ოსვენციმის საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი (აუშვიცის საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი: გერმ. Konzentrationslager Auschwitz, პოლ. Obóz Koncentracyjny Auschwitz; საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი ბირკენაუ: გერმ. Konzentrationslager Birkenau, პოლ. Obóz Koncentracyjny Birkenau, საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი აუშვიც-ბირკენაუ: გერმ. Konzentrationslager Auschwitz-Birkenau, პოლ. Obóz Koncentracyjny Auschwitz-Birkenau) — ყოფილი საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი ქსელი პოლონეთის ტერიტორიაზე. ეს დაწესებულება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენდა. ეს იყო გერმანელების მიერ აგებული ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ბანაკისგან.

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ქალაქ ოსვენციმის სიახლოვეს მდებარეობდა. ბანაკი თავდაპირველად პოლიტიკური პატიმრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა შემდგომ საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია გაფართოვდა. აქ გერმანელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოჰყავდათ ებრაელები, ბოშები, სამხედრო ტყვეები.

1939 წელს ოსვენციმი გერმანელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს და ქალაქს აუშვიცი დაარქვეს. 1940 წელს ჰაინრიხ ჰიმლერის უშუალო ბრძანებით დაიწყო საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა. ამავე წლის ივნისში აქ მიიყვანეს პირველი პოლონელი პოლიტპატიმრები.

ბანაკი 1945 წლამდე მოქმედებდა, ამ პერიოდის განმავლობაში აქ უამრავი ადამიანი დახოცეს. 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარების მიერ მოხდა ოსვენციმის გათავისუფლება, ეს დღე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ითვლება. ოსვენციმი მსოფლიოში ერთადერთი საკონცენტრაციო ბანაკია, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.

1947 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გაიხსნა მუზეუმი, ხოლო 1967 წელს კი აქ აღიმართა მონუმენტი.

Photographies by:
Statistics: Position
529
Statistics: Rank
174591

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
124579386Click/tap this sequence: 6737

Google street view

Where can you sleep near ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ?

Booking.com
489.333 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 160 visits today.