ლაოსი

Darren On The Road - CC BY 2.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Naikhumklao - CC BY-SA 4.0 Jakub Hałun - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Budgiekiller - CC BY-SA 4.0 Budgiekiller - CC BY-SA 4.0 Aleksey Gnilenkov from Moscow, Russia - CC BY 2.0 Evelyneaguilera - CC BY-SA 3.0 Sainamtha - CC BY-SA 3.0 Budgiekiller - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Sainamtha - CC BY-SA 3.0 Christophe95 - CC BY-SA 4.0 Dezwitser - CC BY-SA 3.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Prince Roy - CC BY 2.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Budgiekiller - CC BY-SA 4.0 Jakub Hałun - CC BY-SA 4.0 Jakub Hałun - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Christophe95 - CC BY-SA 4.0 Ekrem Canli - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Kings uncle - CC BY-SA 3.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Kings uncle - CC BY-SA 3.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Aleksey Gnilenkov from Moscow, Russia - CC BY 2.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Budgiekiller - CC BY-SA 4.0 Budgiekiller - CC BY-SA 4.0 Sainamtha - CC BY-SA 3.0 Kings uncle - CC BY-SA 3.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Kings uncle - CC BY-SA 3.0 Aleksey Gnilenkov from Moscow, Russia - CC BY 2.0 Jakub Hałun - CC BY-SA 4.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Kings uncle - CC BY-SA 3.0 Budgiekiller - CC BY-SA 4.0 Evelyneaguilera - CC BY-SA 3.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 Tisloafp - CC BY-SA 3.0 Basile Morin - CC BY-SA 4.0 No images

Context of ლაოსი

ლაოსი (ლაოს. ປະເທດລາວ) ოფიციალური სახელწოდება ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ლაოს. ສາທາລະນະລັດ ປະຊາທິປະໄຕ ປະຊາຊົນລາວ) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, დედაქალაქი ვიენტიანი.

ქვეყანას ესაზღვრება:

  • ჩრდილოეთიდან — ჩინეთი
  • სამხრეთიდან — კამბოჯა
  • აღმოსავლეთიდან — ვიეტნამი
  • დასავლეთიდან — ტაილანდი და მიანმარი

ქვეყანა ლაოსი, ცნობილი არის როგორც ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა,მაგრამ მიუხედავად სახელისა,  ქვეყანაში არის კომუნისტური მმართვლობა და ქვეყანას მართავს ერთი კომუნისტური პარტია. ლაოსი მდებარეოობს ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. ლაოსი არის ჩეკეტილი ქვეყანა, ანუ არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ქვეყანა საზღვერბს იყოფს სამხრეთით კამბოჯასთან, დასავლეთით ტაილანდთან, აღმოსავლეთით ვიეტნამთან ხოლო ჩრდილოეთით ჩინეთთან და ბრუმსათან.

ლაოსის ფართობი არის 236,800 კვადრატული კილომეტრი. მთლიანი ტერიტორიის სამოცდაათი პროცენტი უკავია მთებს და პლატოებს. ანამატის მთათა სისტემა მთლიანად ...დაწვრილებით

ლაოსი (ლაოს. ປະເທດລາວ) ოფიციალური სახელწოდება ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ლაოს. ສາທາລະນະລັດ ປະຊາທິປະໄຕ ປະຊາຊົນລາວ) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, დედაქალაქი ვიენტიანი.

ქვეყანას ესაზღვრება:

  • ჩრდილოეთიდან — ჩინეთი
  • სამხრეთიდან — კამბოჯა
  • აღმოსავლეთიდან — ვიეტნამი
  • დასავლეთიდან — ტაილანდი და მიანმარი

ქვეყანა ლაოსი, ცნობილი არის როგორც ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა,მაგრამ მიუხედავად სახელისა,  ქვეყანაში არის კომუნისტური მმართვლობა და ქვეყანას მართავს ერთი კომუნისტური პარტია. ლაოსი მდებარეოობს ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. ლაოსი არის ჩეკეტილი ქვეყანა, ანუ არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ქვეყანა საზღვერბს იყოფს სამხრეთით კამბოჯასთან, დასავლეთით ტაილანდთან, აღმოსავლეთით ვიეტნამთან ხოლო ჩრდილოეთით ჩინეთთან და ბრუმსათან.

ლაოსის ფართობი არის 236,800 კვადრატული კილომეტრი. მთლიანი ტერიტორიის სამოცდაათი პროცენტი უკავია მთებს და პლატოებს. ანამატის მთათა სისტემა მთლიანად მიუყვება ვიეტნამის საზღვარს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1,200 მეტრს აღემატება. მდინარე მეკონგი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი მდინარეა, მიუყვება ტაილანდის საზღვარს. მდინარე ლაოსის ტერიტორიაზე 1900-ზე მეტ კილომეტრს გადის და თითქმის ყოველთვის წარმოადგენდა მოსახლეობის სასიცოცხლე წყაროს. მეკონგი ხალხს ამარაგებდა თევზით, ასევე ხალხი მას იყნებდა ტრანსპორტირებისთვის და აგრარული კულტურის განვითარებისთვის. დღესდღეობითაც ლაოსის ძირითადი ჰიდრო-ელექტრო სადგურები სწორედ ზემოთ აღნიშნულ მდინარეზეა აშენებული.

ლაოსის მოსახლეობა დაახლოებით 4.6 მილიონ ადამიანს შეადგენს. მთლიანი მოსახლეობის უმეტესობა დაახლოებით 250,000 ადამიანი ცხოვრობს დედაქალაქ ვიენტაინში. შედარებით სხვა აზიური ქვეყნებისგან, ლაოის ძალიან მეჩხერად არის დასახლებული. მოსახლეობის 80% ცხოვრობს სოფლად. უახლესი ყოვლისმომველი კვლევები ადასტურებს, რომ ქვეყანაში დაახლოებით ცხოვრობს 47 ეთნიკური ჯგუფი. მაგრამ სხავდასხვა კველევების მიხედვით ეს რიცხვი 68-ის ტოლია. აღნიშნული ეთნიკური ჯგუფები, იყოფა სამ ძირითად ეთნკურ კათეგორიად: ლაო ლოუმი (lao loum, lao landers), ლაო თეუნგი (lao theung, lower mountain dwellers), და ლაო სოუნგი (lao soung, highlenders). ლაო ლოუმი არის ყველაზე მარავალრიცხვანი ეთნიკური ჯგუფი. ისინი ტრადიციულად ცნობილნი არიან როგორც ბრინჯის მომყავნი ეთნიკური ჯგუფი. სწორედ ბრინჯი წარმოადგენს მათ ძირითად საკვებ საშუალებას. მათ ბრინჯის პლანტაციები გაშენებული აქვთ მდინარე მეკონგის სანაპიროებთან. რაც შეეხება ლაო თეუნგს ისინი ძირითადად ცხოვრობენ მთებში. მათი ძირითადი საარსებო წყარო არის ბარტერული გაცვლა. ისინი ვაჭრობის ძირითად პროდუქტებს წარმოადგენს: ყავა, თამბაქო, მთის ბრინჯი, ბამბა და სხვა. ლაო სოუნგის ეთნიკური ჯგუფი ძირითადად მოიცავს მთის ტომებს, რომლებიც ქვეყანა ბრუმიდან, ტიბეტიდან, და ჩინეთიდან არაიან ჩამოსახლებულები. ისინი ძირითადად ცხოვრობენ მთებში და ეწევიან მეცხოველებოას. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტი ტერევადა ბუდიზმის მიმდევვარია.

ლაოსის დემოკრატიული რესპუპლიკის ოფიციალური ენა არის ლაოსური. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლაოსური ენა ქვეყნის ყველა რეგიონში ერთდაიგივეა. მაგალითად ფაქტობრივად შეუძლებელია ერთმანეთს მიამსგავსო სამხრეთ და ჩრდილო ლაოსელის საუბარი. ასევე საერთაშორის ენებად ქვეყანაში აღიარებულია ინგლისური და ფრანგული. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დედაქალაქ ვიენტაინში ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ინგლისურად და ფრანგულად. ასევე ქვეყანაში გავრცელებულია გერმანული და იაპონური ენები.

ლაოსს აქვს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ლამაზი ფლორა და ფაუნა, როგორც სამხრეთ აზიაში ასევე ზოგადად მთელ მსოფლიოში. ლაოსი გამორჩეულია თავისი ულამზესი ტყეებით, დედებული ჯიშის ხეებით, სხავადსხა სახის ბუჩქებითა და ბამბუკის ტყეებით. ლაოსი ასევე ცნობილია თავისი ეგზოთიკური ცხოვლებეით, მაგალითად: ლეოპარდი,ანტილოპა, შავი დათვი და კიდევ ბერვი სხვა ცხოვლევით. ასევე ლაოსი მდიდარია ფრინველთა სამყაროთი.

ლაოსის ეკონომიკა უდიდესად დამაყარებული არის ინვესტიციებსა და მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობაზე, მაგალითად: ტაილანდი, ვიეტნამი, ჩინეთი და სხვ. მოსახლეობის 80% ჩართული არის სოფლის მეურნეობაში, ძირითადად გავრცელებული არის ბრინჯის კულტურა. ლაოსი მდიდარი არის მინერალური რესურსით და ახდენს ბენზინისა და გაზის იმპორტს. ასევე მეტალურგია არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრია ლაოსში. მთავრობას იმედი აქვს რომ სწორედ მეტალურგიამ უნდა მოიზიდოს უცხოელი ინვეტორები, რომ განვითარდეს მნიშვნელოვანი დეპოზიტები, მაგალითად: ქვანახშირი, ოქრო, ბოქსიტები და სხვა ღირებული მეტალები..

More about ლაოსი

Basic information
Population, Area & Driving side
  • Population 6858160
  • Area 236800
  • Driving side right

Where can you sleep near ლაოსი ?

Booking.com
489.368 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 6 visits today.