ვიენტიანი
ვიენტიანი (ლაო. ວຽງຈັນ) — ლაოსის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარე მეკონგზე. ქვეყნის დედაქალაქი გახდა 1563 წელს. ფრანგული მმართველობისას, ვიენტიანი მხოლოდ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებდა, მაგრამ ბოლო დროის ეკონომიკური წინსვლის პირობებში, ქალაქი ქვეყნის ეკონომიკური ცენტრიც გახდა. ვიენტიანის მოსახლეობა შეადგენს 820 000 ადამიანს (2015).
ვიენტიანი დედაქალაქად 1573 წელს იქცა, ბირმული შემოჭრის შიშით, თუმცა მოგვიანებით გაძარცვეს და 1827 წელს მიწასთან გაასწორეს ტაილანდელებმა. ვიენტიანი იყო ადმინისტრაციული დედაქალაქი, საფრანგეთის მმართველობის პერიოდში, ხოლო ბოლო პერიოდში განცდილი ეკონომიკური ზრდის გამო, ახლა ლაოსის ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს.
აქ მდებარეობს ლაოსის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლი: ფა ტჰათ ლუანგი (Pha That Luang), რომელიც ცნობილია, როგორც ლაოსის სიმბოლო და ბუდიზმის ხატი. ლაოსში ასევე გვხვდება სხვა მნიშვნელოვანი ბუდისტური ტაძრები, როგორიცაა მაგალითად ჰავ ფრა კაუ (Haw Phra Kaew), რომელიც ზურმუხტოვანი ბუდას სახლი იყო.
2...დაწვრილებით

2009 წელს, ქალაქმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თამაშების, 25-ე შეხვედრას უმასპინძლა, ამავე თამაშების 50 წლის იუბილეზე.
დიდი ლაოსური ეპოპეა, ფრა-ლაკ ფრა-ლამი, ირწმუნება, რომ ქალაქი, პრინც ტატარადამ დააარსა, როდესაც ლეგენდარული ლაოსური სამეფო მუჰონ ინტჰპატა მაჰა ნახონე, რადგან საკუთარი უმცროსი ძმის სასარგებლოდ, ტახტზე უარი თქვა. მან დააარსა ქალაქი მაჰა ტანი სი პან პაო, მდინარე მეკონგის დასავლეთ ნაპირებზე, სავარაუდოა რომ სწორედ ეს ქალაქია, დღევანდელი ტაილანდური ქალაქის უდონთანის, წინამორბედი. ერთ დღეს, შვიდთავიანმა ნაგამ უთხრა ტატარადას, რომ ახალი ქალაქის მშენებლობა უნდა დაეწყო, მდინარის აღმოსავლეთ ნაპირებზე, მაჰა ტანი სი პან პანოს საპირირსპირო მხარეს. თავიდან ამ ქალაქს Chanthabuly Si Sattanakhanahud უწოდეს და ითვლება რომ სწორედ ის არის თანამედროვე ვიენტიანის წინამორბედი.
ფრა-ლაკ ფრა-ლამის საწინააღმდეგოდ, ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ვიენტიანი ადრეული ქმერული დასახლება უნდა ყოფილიყო, ინდუისტური ტაძრის გარშემო შემოკრებილი, რომელიც მომავალში ფა ტჰათ ლუანგი-თ ჩანაცვლდა. XI-XII საუკუნეებში, მაშინ როცა ლაოსელი და ტაილანდელი ხალხი ირწმუნება, რომ სამხრეთ ჩინეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შევიდინენ, იქ მყოფი ქმერების დარჩენილი ნაწილი დახოცილი, გადასახლებული ან ასიმილირებულია ლაოსისი ცივილიზაციასთან, რომელმაც მალევე დაიკავა ტერიტორია.
1354 წელს, როდესაც ფან ნუმმა დააარსა ლან ხანგის სამეფო, ვიენტიანი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ქალაქი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო დედაქალაქად შექმნილი. მეფე სეტჰარტჰირატმა ოფიციალურად აღიარა ვიენტიანი, ლან ხანგის დედაქალაქად, 1563 წელს, რათა თავიდან აეცილებინა ბირმული შემოჭრები. როდესაც 1707 წელს, ლან ხანგი დაიშალა, ის ვიენტიანის დამოუკიდებელ სამეფოდ იქცა. 1779 წელს, იგი დაიპყრო სიამელმა გენერალმა, პრაია ჩაკრიმ და სიამის ვასალად აქცია.
როდესაც მეფე ანოვანგი, ხელმეორედ წარუმატებლად აჯანყდა, 1827 წელს სიამის ჯარებმა ის გაანთავისუფლეს. ქალაქი გაძარცვეს და ყველა ლაოსური არტეფაქტი, მათ შორის ბუდას ქანდაკება, მოიპარეს. ვიენტიანი საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა, მოსახლეობა პრაქტიკულად სულ გაიხიზნა და ქალაქი ტყეში ჩაიკარგა. საბოლოოდ, 1893 წელს გადავიდა ფრანგების მმართველობაში. 1899 წელს, ლაოსში მდებარე ფრანგული პროტექტორატის დედაქალაქი გახდა. ფრანგებმა აღადგინეს ქალაქი, რესტავრაცია ჩაუტარეს ბუდისტურ ტაძრებს და მრავალი კოლონიური შენობა ააგეს. ფრანგები ვიეტნამელებს მოუწოდებნენ ლაოსში მიგრაციისკენ, რის შედეგადაც ვიენტიანის მოსახლეობის 53%-ს ვიეტნამელები შეადგენდნენ. 1945 წლის ბოლოს, ფრანგებმა გეგმა შეიმუშავეს, ვიენტიანის მოსახლეობის სამ საკვანძო პუნქტში გადაყვანაზე : ვიენტიანის დაბლობზე, სვანნახეთის რეგიონში და ბოლაუნის პლატოზე, რომელიც ინდოჩინეთში იაპონელების შემოსევების შედეგად გაწყდა. მარტინ სტუარტ ფოქსი ვარაუდობს, ეს გეგმა რომ შესრულებულიყო, ლაოსი საკუთარ ქვეყანაზე კონტროლს დაკარგავდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, მცირე წინააღმდეგობის შედეგად, ქალაქი დაეცა და ის იაპონელებმა დაიპყრეს, საქო მასარონის მეთაურობით. 1945 წლის 9 მარტს ჩამოვიდნენ ფრანგი მედესანტეები და დაიხსნენს ქალაქი ოკუპაციისგან, 1945 წლის 24 აპრილს.
ვიენტიანი არასტაბილური გახდა მას შემდეგ, რაც ლაოსის სამოქალაქო ომი დაიწყო, ლაოსის სამეფო მთავრობასა და პატეტ ლაოს შორის. 1960 წლის აგვისტოს, კონ ლემ ხელი ჩაავლო დედაქალაქს და ამტკიცებდა, რომ სუვანა პოუმა უნდა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი. დეკემბრის შუა რიცხვებში, პოუმი ნოსავამ დაიბყრო ქალაქი, დაამარცხა პოუმას მთავრობა და ბოუნ ოუმი დანიშნა პრემიერ-მინისტრად. 1975 წელის შუა რიცხვებში, პატეთ ლაოსის ჯარები ქალაქისკენ დაიძრნენ და ამერიკელებმა დედაქალაქის ევაკუაცია მოახდინეს. 1975 წლის 23 აგვისტოს, 50 პათეტ ლაოს ქალთა კონტიგენტით, სიმბოლურად განთავისუფლდა ქალაქი. 1975 წლის 2 დეკემბერს, პატეთი ლაოს კომუნისტურმა პარტიამ აიღო ვიენტიანი, დაამარცხა ლაოსის სამეფო და ქვეყანას ლაოსის დემოკრატიული რესპუბლიკა უწოდა, რომლის შედეგადაც დასრულდა სამოქალაქო ომი. მეორე დღეს ლაოსმა აჯანყება დაიწყო ჯუნგლებში, პატო ლაოს ჰომონგისა და როიალისტების საბრძოლო ჯგუფებში.
ვიენტიანი 2009 წელს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თამაშების მასპინძელი გახლდათ. ტაილანდში ჩატარებული წინამორბედი თამაშებიდან, 18 შეჯიბრი ჩაიშალა, ლაოსის ჩაკეტილი საზღვრებისა და ვიენტიანეში არსებული არასათანადო აღჭურვილობის გამო.
კომენტარის დამატება