ჰანოი
Context of ჰანოი
ჰანოი — ვიეტნამის დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი.
1010 წლამდე ქალაქის ტერიტორიაზე მცირე ზომის დასახლება მდებარეობდა. მონარქმა ლი თჰაი ტომ ქალაქი დააარსა და მას იმპერიული ვიეტნამის დედაქალაქის სტატუსი მიანიჭა. ქალაქს თჰანგ ლონგ (აღმავალი დრაკონი) უწოდა. თჰანგ ლონგი ვიეტნამის მთავარ ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა 1802 წლამდე, მანამ სანამ ნგუენების დინასტია, ვიეტნამის უკანასკნელი იმპერიული დინასტია დედაქალაქად ჰუეს არ გამოაცხადებდა. ქალაქს ჰანოი 1831 წელს დაერქვა, რომელიც ფრანგული ინდოჩინეთის დედაქალაქს წარმოადგენდა 1883-დან 1945 წლამდე. 1946 წლის 6 იანვარს ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ ჰანოი ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული ქვეყნის დედაქალაქად აირჩია, რამაც ინდოჩინეთის პირველი ომისა და ვიეტნამის ომის პერიოდში გასტანა.
1975 წელს ჩრდილოეთ ვიეტნამის გამარჯვების შემდეგ, 1976 წელს ჰანოი გაერთიანებული ვიეტნამის დედაქალაქად აირჩიეს. სწორედ აქ დებარეობდა ვიეტნამის მთავარი საგანმანათლებლო დაწესებულებები. 1999 წლის 16 ივლისს იუნესკომ...დაწვრილებით
ჰანოი — ვიეტნამის დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი.
1010 წლამდე ქალაქის ტერიტორიაზე მცირე ზომის დასახლება მდებარეობდა. მონარქმა ლი თჰაი ტომ ქალაქი დააარსა და მას იმპერიული ვიეტნამის დედაქალაქის სტატუსი მიანიჭა. ქალაქს თჰანგ ლონგ (აღმავალი დრაკონი) უწოდა. თჰანგ ლონგი ვიეტნამის მთავარ ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა 1802 წლამდე, მანამ სანამ ნგუენების დინასტია, ვიეტნამის უკანასკნელი იმპერიული დინასტია დედაქალაქად ჰუეს არ გამოაცხადებდა. ქალაქს ჰანოი 1831 წელს დაერქვა, რომელიც ფრანგული ინდოჩინეთის დედაქალაქს წარმოადგენდა 1883-დან 1945 წლამდე. 1946 წლის 6 იანვარს ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ ჰანოი ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული ქვეყნის დედაქალაქად აირჩია, რამაც ინდოჩინეთის პირველი ომისა და ვიეტნამის ომის პერიოდში გასტანა.
1975 წელს ჩრდილოეთ ვიეტნამის გამარჯვების შემდეგ, 1976 წელს ჰანოი გაერთიანებული ვიეტნამის დედაქალაქად აირჩიეს. სწორედ აქ დებარეობდა ვიეტნამის მთავარი საგანმანათლებლო დაწესებულებები. 1999 წლის 16 ივლისს იუნესკომ ჰანოის ,,მშვიდობის ქალაქის'' სტატუსი მიანიჭა.