Context of კატარი

კატარი, ყატარი (არაბ. قطر‎‎), ოფიციალურად კატარის სახელმწიფო (არაბ. دولة قطر დავლათ კატარ) — სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარკუნძულზე. სამხრეთიდან ესაზღვრება საუდის არაბეთი, ხოლო ყველა დანარჩენი მხრიდან სპარსეთის ყურე. ჩრდილო-დასავლეთით აქვს საზღვაო საზღვარი ბაჰრეინთან, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით – არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. დედაქალაქი – დოჰა.

XX საუკუნეში, ოსმანთა მმართველობის დასრულების შემდეგ კატარი ბრიტანეთის პროტექტორატი გახდა და დამნოუკიდებლობა 1971 წელს მოიპოვა. კატარს XIX საუკუნიდან ალ თანის დინასტია მართავს. კატარის სახელმწიფოს დამაარსებელი ჯასიმ ბინ მუჰამად ალ თანია. კატარს მემკვიდრეობითი მონარქები მართავენ და ამისი ემირია ტამიმ ბინ ჰამად ალ თანი. ის წარმოადგენს კონსტიტუციურ თუ აბსოლუტურ მონარქიას კამათის საგანს წარმოადგენს. 2003 წელს კონსტიტუცია 98%-იანი მხარდაჭერით მიიღეს. 2017 წლის დასაწყისში კატარის მოსახლეობა შეადგ...დაწვრილებით

კატარი, ყატარი (არაბ. قطر‎‎), ოფიციალურად კატარის სახელმწიფო (არაბ. دولة قطر დავლათ კატარ) — სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარკუნძულზე. სამხრეთიდან ესაზღვრება საუდის არაბეთი, ხოლო ყველა დანარჩენი მხრიდან სპარსეთის ყურე. ჩრდილო-დასავლეთით აქვს საზღვაო საზღვარი ბაჰრეინთან, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით – არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. დედაქალაქი – დოჰა.

XX საუკუნეში, ოსმანთა მმართველობის დასრულების შემდეგ კატარი ბრიტანეთის პროტექტორატი გახდა და დამნოუკიდებლობა 1971 წელს მოიპოვა. კატარს XIX საუკუნიდან ალ თანის დინასტია მართავს. კატარის სახელმწიფოს დამაარსებელი ჯასიმ ბინ მუჰამად ალ თანია. კატარს მემკვიდრეობითი მონარქები მართავენ და ამისი ემირია ტამიმ ბინ ჰამად ალ თანი. ის წარმოადგენს კონსტიტუციურ თუ აბსოლუტურ მონარქიას კამათის საგანს წარმოადგენს. 2003 წელს კონსტიტუცია 98%-იანი მხარდაჭერით მიიღეს. 2017 წლის დასაწყისში კატარის მოსახლეობა შეადგენდა 2,6 მილიონს, მათგან 313,000 მოქალაქეს ხოლო 2,3 მილიონი ექსპატრიანტს.

კატარი არის მაღალი შემოსავლის ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელსაც ზურგს მსოფლიოს სიდიდით მესამე ბუნებრივი გაზის მარაგი უმაგრებს. მას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს ერთ სულ მოსახლეზე. გაერთიანებული ერების მიერ კატარი შეფასებულია, როგორც ყველაზე მაღალი ადამიანური განვითარების ინდექსის მქონე არაბული ქვეყანა. მისი ზომების მიუხედავად ყატარა აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე. კატარი პირველი არაბული ქვეყანა იქნება, რომელიც უმასპინძლებს მსოფლიო თასს ფეხბურთი (2020-ში).

More about კატარი

Basic information
Population, Area & Driving side
  • Population 2639211
  • Area 11437
  • Driving side right

Where can you sleep near კატარი ?

Booking.com
489.355 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 182 visits today.