დაუ

დაუ (არაბ. دبيّ‎) — ტრადიციული იალქნიანი გემი, რომელსაც აქვს ერთი ან ორი ანძა, სამკუთხა იალქანი და სპორტული — გრძელი და თხელი კორპუსი. მისი გამოყენების არეალი, ძირითადად, წითელი ზღვა და ინდოეთის ოკეანე იყო. ზოგი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ დაუ არაბებმა ან ინდოელებმა გამოიგონეს, თუმცა უმრავლესობა მეცნიერებისა ამას ჩინელებს მიაწერს. დაუ არის სავაჭრო გემი, რომელიც გამოიყენებოდა უხვი ტვირთის — ხილის, მტკნარი წყლისა და სავაჭრო საქონელის გადასატანად, აღმოსავლეთ არაბეთის, აღმოსავლეთ აფრიკის, იემენისა და სამხრეთ აზიის ზოგიერთი ქვეყნის (პაკისტანი, ინდოეთი, ბანგლადეში) სანაპიროების გასწვრივ. დიდი ზომის დაუებს დაახლოებით 30 კაციანი ეკიპაჟი ჰყავს, ხოლო შედარებით პატარებს — 12.