Văn Miếu – Quốc Tử Giám

( ლიტერატურის ტაძარი )

ლიტერატურის ტაძარი (ვიეტ. Văn Miếu) — პაგოდების კომპლექსი პარკით, ვიეტნამის პირველი უნივერსიტეტი. მდებარეობს ჰანოიში თანგ-ლონგის სამეფო ქალაქის სამხრეთ ნაწილში. ტაძარი გამოსახულია 100 000 ნომინალის ვიეტნამურ დონგზე.

ლიტერატურის ტაძარი (ვიეტ. Văn Miếu) — პაგოდების კომპლექსი პარკით, ვიეტნამის პირველი უნივერსიტეტი. მდებარეობს ჰანოიში თანგ-ლონგის სამეფო ქალაქის სამხრეთ ნაწილში. ტაძარი გამოსახულია 100 000 ნომინალის ვიეტნამურ დონგზე.

ისტორია

ლიტერატურის ტაძარი დააარსა 1070 წელს იმპერატორმა ლი თჰანგ-თონგმა თჰანლონგში და მიეძღვნა კონფუცის. 1076 წელს მის ტერიტორიაზე დაარსდა პირველი ვიეტნამური უნივერსიტეტი პრინცებისა და მანდარინების შვილებისათვის. ბავშვები სწავლობდნენ კონფუციანელობას უ-ცზინის ხუთი წმინდა წიგნის მიხედვით და ოთხწიგნეულის კანონიკური წიგნებით[1].

1442 წლიდან ტაძარში რეგულარულად, სამ წელიწადში ერთხელ, ხდებოდა სადოქტორო დიპლომების გადაცემა. იმპერატორმა ლე თჰან-თონგმა ბრძანა ჩაეწერათ იმ სტუდენტების სახელები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და გახდნენ გამარჯვებულები. მათი სახელები ამოკვეთეს ქვის სტელებზე, რომლებიც იდგნენ კუებზე. კუ ვიეტნამელებისთვის არის სიბრძნის სიმბოლო[1] .

117 ასეთი სტელიდან, რომლებიც თარიღდებოდნენ 1484 წლიდან 1780 წლამდე პერიოდით, შემორჩენილია მხოლოდ 82, მათი ნახვა დღეს შესაძლებელია ტაძრის მესამე ეზოში[1]. 1304 ადამიანი, თითქმის ყველა ვიეტნამური გვარის წარმომადგენელი, აღნიშნულია ამ სტელებზე[2].

1802 წელს იმპერატორმა ზია ლონგმა დედაქალაქი გადაიტანა ჰუეში. ტაძარი რამდენიმეჯერ დაინგრა, 1920 და 1956 წლებში მიმდინარეობდა რესტავრაცია, ხოლო 2000 წელს მთლიანად აღადგინეს ტრადიციული მასალების გამოყენებით[1].

↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Швейер Анна-Валери. Древний Вьетнам / редактор. Смирнов Н. М., переводчик Зубков Н. Н.. — М: Вече, 2014. — 400 с. — (Гиды цивилизаций). — ISBN 978-5-9533-3838-7.შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის ilviet არ არის მითითებული ტექსტი; $2
Photographies by:
The original uploader was Chuoibk at English Wikipedia. - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
4220
Statistics: Rank
25525

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
476893521Click/tap this sequence: 9549

Google street view

Where can you sleep near ლიტერატურის ტაძარი ?

Booking.com
489.022 visits in total, 9.195 Points of interest, 404 Destinations, 68 visits today.