Context of მადრიდი

მადრიდი (ესპ. Madrid) — ესპანეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა თითქმის 3,2 მილიონ ადამიანს შეადგენს, ხოლო მეტროპოლიური არეალისა — დაახლოებით 6,3 მილიონს. მადრიდი არის მეორე უდიდესი ქალაქი ევროკავშირში ბერლინის შემდეგ. მეორე ადგილი უკავია მის მეტროპოლიასაც, რომელიც ევროკავშირში მხოლოდ პარიზს ჩამოუვარდება. ქალაქის მთლიანი ფართობი 604,3 კმ²-ს შეადგენს.

მადრიდი გაშენებულია მდინარე მანსანარესის ორივე ნაპირზე და მდებარეობს როგორც ქვეყნის, ისე მადრიდის ავტონომიური გაერთიანების (მოიცავს საკუთრივ ქალაქს, მის გარეუბნებს, შემოგარენსა და სოფლებს) ცენტრში. ამ უკანასკნელს ესაზღვრება კასტილიისა და ლეონისა და კასტილია-ლა მანჩის ავტონომიური გაერთიანებები. როგორც ესპანეთის დედაქალაქი, მადრიდი წარმოადგენს მთავრობის ადგილსამყოფელსა და ესპანეთის მონარქის რეზიდენციას, ასევე, ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს. ქალაქის ამჟამინდელი მერია ანა ბოტელა ესპანეთის სახალხო პარტიიდან.

მადრიდის ურბანულ აგლომერაციას აქვს მესამე უდიდესი მშპ ევ...დაწვრილებით

მადრიდის ურბანულ აგლომერაციას აქვს მესამე უდიდესი მშპ ევროკავშირში და სათანადო წვლილი შეაქვს პოლიტიკაში, განათლებაში, გართობაში, მედიაში, მოდაში, მეცნიერებაში, კულტურასა და ხელოვნებაში როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ ქალაქს. ეკონომიკური აქტივობის, ცხოვრების მაღალი დონისა და ბაზრის ზომის გამო მადრიდი ითვლება სამხრეთი ევროპისა და პირენეს ნახევარკუნძულის უმთავრეს ფინანსურ ცენტრად. ქალაქში მდებარეობს უმთავრესი ესპანური კომპანიების უმეტესობა, როგორებიცაა Telefónica, იბერია და Repsol. ჟურნალ მონოკლის 2014 წლის ინდექსში მადრიდი ცხოვრების დონის მიხედვით მე-17 ადგილს იკავებს.

ქალაქში განთავსებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კუთვნილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO), SEGIB-ის, იბერიულ-ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციისა (OEI) და საზოგადოებრივი ინტერესის სამეთვალყურეო საბჭოს (PIOB) შტაბბინები. ასევე, მადრიდში მდებარეობს ესპანური ენის საერთაშორისო მარეგულირებლები: ესპანური ენის აკადემიათა ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტი, ესპანური ენის სამეფო აკადემიის (RAE), სერვანტესის ინსტიტუტისა და ესპანური ენის გადაუდებელი რეაგირების ფონდის (Fundéu BBVA) შტაბბინები. მადრიდი ორგანიზებას უკეთებს ისეთ ბაზრობებს, როგორებიცაა FITUR, ARCO, SIMO TCI და მერსედეს ბენცის მადრიდის მოდის კვირეული.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდს გააჩნია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მის უბნებსა და ქუჩებს მაინც აქვთ შემონახული ისტორიული იერი. მადრიდის ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: სამეფო სასახლე; სამეფო თეატრი 1850 წელს განახლებულ ოპერასთან ერთად; 1632 წელს დაარსებული ბუენ-რეტიროს პარკი; ეროვნული ბიბლიოთეკის (დაარსდა 1712 წელს) XIX საუკუნის შენობა, სადაც ესპანეთის ისტორიული არქივების ნაწილია დაცული; მრავალი ეროვნული მუზეუმი და ხელოვნების ოქროს სამკუთხედი, რომელიც პასეო-დელ-პრადოს გასწვრივ მდებარეობს, მოიცავს ხელოვნების სამ მუზეუმს: პრადოს მუზეუმს, თანამედროვე ხელოვნების დედოფალ სოფიას მუზეუმსა და მუზეო თისენ-ბორნამისცას, რომელთაგან უკანასკნელი დანარჩენი ორის ხარვეზებს ავსებს. სილებესის სასახლე შადრევანთან ერთად ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენს.

მადრიდში მდებარეობს ორი მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო კლუბი — რეალ მადრიდი და ატლეტიკო მადრიდი.

Where can you sleep near მადრიდი ?

Booking.com
487.405 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 31 visits today.