Habsburg ( ჰაბსბურგები )

ჰაბსბურგები (გერმ. Habsburger) — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სამეფო საგვარეულო შუა საუკუნეებიდან ახალ დრომდე. დინასტიის წარმომადგენლები ავსტრიას მართავდნენ 1282 წლიდან, რომელიც მოგვიანებით მრავალეროვნულ ავსტრიულ იმპერიად გარდაისახა (1918 წლამდე) და ევროპის ერთ-ერთი მძლავრი და წამყვანი სახელმწიფო იყო. საგვარეულო იკავებდა ასევე საღვთო რომის იპმერიის ტახტს 1438-დან 1806 წლამდე. (მცირე წყვეტით 1742-45 წწ).

გარდა ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერიისა ჰაბსბურგებს შემდეგი სახელმწიფოების ტახტი ეკავათ:

  • უნგრეთის: 1437—1439, 1445—1457, 1526—1918 წწ;
  • ჩეხეთის 1306—1307, 1437—1439, 1444—1457, 1526—1618, 1621—1918 წწ;
  • ხორვატიის 1437—1439, 1445—1457, 1526—1918 წწ;
  • ესპანეთის 1516—1700 წწ;
  • პორტუგალიის 1580—1640;
  • ნეაპოლის სამეფოსი 1516—1735 წწ;
  • მექსიკის 1864—1867 წწ;
  • ტრანსილვანიის 1690—1867 წწ;
  • ტოსკანის 1790—1859 წწ;
  • პარმის 1814—1847 წწ;
  • მოდენის 1814—1859 წწ;

ამას გარდა, არაერთი მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისა.