Berati

( ბერატი )

ბერატი (ალბ. Berati) — ქალაქი სამხრეთ ალბანეთში. ბერატის ოლქისა და რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ოსუმის ნაპირებზე, ტომორის ქედის მთისწინეთზე. ტირანადან სამხრეთით 70 კმ-ზე. 2006 მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 65 000 კაცს.

2008 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ისტორია

ქალაქის ტიპის დასახლება თანამედროვე ბერატის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ზვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე და მას მაკედონიის მეფე კასანდრამ მამამისის პატივსაცემად უწოდა ანტიპატრია (ბერძ. Αντιπατρια). ძვ. წ. II საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს რომაელებმა.

ბიზანტიის მმართველობის პერიოდში ქალაქს ეწოდებოდა პულხერიოპოლისი (ბერძ. Πουλχεριοπολις).

IX საუკუნეში ქალაქი დაიპყრო ბულგარეთის მეფე სიმონ დიდმა და უწოდა ბელიგრადი. XIII საუკუნეში ქალაქი კვლავ ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაშია, 1345 წელს კი შევიდა სერბეთის სამეფოს შემადგენლობაში.

XV საუკუნეში ბერატი იყო მუზაკის სამთავროს დედაქალაქი, ხოლო 1432-1444 წწ. - არიანიტის სამთავროს დედაქალაქი.

1431 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1450-1912 წწ. ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია.

Photographies by:
Foto: my_cottage - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
1796
Statistics: Rank
70449

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
185627394Click/tap this sequence: 2391

Google street view

Where can you sleep near ბერატი ?

Booking.com
490.027 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 76 visits today.