Context of სარდინია

სარდინია (იტალ. Sardegna) — მთიანი კუნძული, იტალიის ავტონომიური რეგიონი. სარდინია ხმელთაშუა ზღვაში სიდიდით მე-2 კუნძულია, აქვს ტურისტული ზონა კოსტა-სმერალდა (ზურმუხტოვანი სანაპირო).

უცხოელთა მრავალსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ, სარდინია 1720 წელს შეურთდა პიემონტს და ეს ორმაგი სამეფო 1861 წელს გაერთიანებული იტალიის საფუძველი გახდა. იტალიურის გარდა აქ სარდინიულადაც ლაპარაკობენ.

სარდინიის ფართობი 23 821 კმ²-ია, მის დასავლეთით გადაჭიმულია ბალეარის ზღვა, აღმოსავლეთით კი ტირენიის ზღვა. კუნძულის სანაპიროები (სიგრძე 1 849 კმ) უმეტესად მაღალი და კლდოვანია, გამოირჩევა ბევრ თვალსაჩინო კონცხით, რამდენიმე ფართო, ღრმა უბით, რიებით და მრავალგვარი პატარა კუნძულით.

კუნძულს უძველესი გეოფორმაცია გააჩნია და სიცილიისა და კონტინენტური იტალიისგან განსხვავებით, არ ახასიათებს მიწისძვრები. მისი კლდეები პალეოზოური პერიოდით თარიღდება (500-ზე მეტი მლნ წლის წინ). მაღალმთიანეთს ამჩნევია ხანგრძლივი ეროზიული პრეცესების კვალი. უმაღლესი მწვერვალია პუნტა-ლა-მარმორა (1...დაწვრილებით

სარდინია (იტალ. Sardegna) — მთიანი კუნძული, იტალიის ავტონომიური რეგიონი. სარდინია ხმელთაშუა ზღვაში სიდიდით მე-2 კუნძულია, აქვს ტურისტული ზონა კოსტა-სმერალდა (ზურმუხტოვანი სანაპირო).

უცხოელთა მრავალსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ, სარდინია 1720 წელს შეურთდა პიემონტს და ეს ორმაგი სამეფო 1861 წელს გაერთიანებული იტალიის საფუძველი გახდა. იტალიურის გარდა აქ სარდინიულადაც ლაპარაკობენ.

სარდინიის ფართობი 23 821 კმ²-ია, მის დასავლეთით გადაჭიმულია ბალეარის ზღვა, აღმოსავლეთით კი ტირენიის ზღვა. კუნძულის სანაპიროები (სიგრძე 1 849 კმ) უმეტესად მაღალი და კლდოვანია, გამოირჩევა ბევრ თვალსაჩინო კონცხით, რამდენიმე ფართო, ღრმა უბით, რიებით და მრავალგვარი პატარა კუნძულით.

კუნძულს უძველესი გეოფორმაცია გააჩნია და სიცილიისა და კონტინენტური იტალიისგან განსხვავებით, არ ახასიათებს მიწისძვრები. მისი კლდეები პალეოზოური პერიოდით თარიღდება (500-ზე მეტი მლნ წლის წინ). მაღალმთიანეთს ამჩნევია ხანგრძლივი ეროზიული პრეცესების კვალი. უმაღლესი მწვერვალია პუნტა-ლა-მარმორა (1 834 მ).

სარდინიაზე გაედინება ხუთი მთავარი მდინარე, რომელთა შორისაც უდიდესია ტრისო (151 კმ). წარმოქმნილია 54 ხელოვნური ტბა, რომელთა მთავარი ფუნქციაც წყალმომაგარება და ელექტროენერგიის წარმოებაა. მათ შორის უმთავრესებია ომოდეოსა და კოგინასის ტბები. ერთადერთი ბუნებრივი, მტკნარი ტბაა ლაგო-დი-ბარაცი.

კუნძულის კლიმატი ტიპური ხმელთაშუაზღვიურია. წელიწადის განმავლობაში 300 დღე მზიანია, ნალექების ძირითადი რაოდენობა შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მოდის. საშუალო ტემპერატურაა 11 — 17 °C (52 to 63 °F). გაბატონებული ქარია მისტრალი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან უბერავს მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთარსა და გაზაფხულზე, მაგრამ ის როგორც წესი მშრალი და ცივია.

More about სარდინია

Where can you sleep near სარდინია ?

Booking.com
491.352 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 39 visits today.