Context of მონაკო

მონაკო (ფრანგ. Monaco; იტალ. Monaco; ოქსიტ. Mónegue), ოფიციალურად მონაკოს სამთავრო (ფრანგ. Principauté de Monaco; იტალ. Principato di Monaco; ოქსიტ. Principat de Mónegue) — სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, ქვეყანა და ჯუჯა სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთის რივიერაზე. ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან საფრანგეთი, ხოლო სამხრეთიდან ხმელთაშუა ზღვა ესაზღვრება. ქვეყნის მცხოვრებთა რიცხვი 38,682-ია. ოფიციალური ენაა ფრანგული, ასევ ფართოდ გამოიყენება ინგლისური და იტალიური ენები და მონეგასკური დიალექტი. მონაკო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ადგილად ითვლება.

ქვეყნის ფართობი 2.1 კმ²-ია, რითაც მსოფლიოში ტერიტორიის სიმცირის მიხედვით ვატიკანის შემდეგ მეორე სუვერენული სახელმწიფოა. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 19,009 მცხოვრებია, რითაც მონაკო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი 5.47 კილომეტრია, ხოლო სანაპირო ხაზი...დაწვრილებით

მონაკო (ფრანგ. Monaco; იტალ. Monaco; ოქსიტ. Mónegue), ოფიციალურად მონაკოს სამთავრო (ფრანგ. Principauté de Monaco; იტალ. Principato di Monaco; ოქსიტ. Principat de Mónegue) — სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, ქვეყანა და ჯუჯა სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთის რივიერაზე. ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან საფრანგეთი, ხოლო სამხრეთიდან ხმელთაშუა ზღვა ესაზღვრება. ქვეყნის მცხოვრებთა რიცხვი 38,682-ია. ოფიციალური ენაა ფრანგული, ასევ ფართოდ გამოიყენება ინგლისური და იტალიური ენები და მონეგასკური დიალექტი. მონაკო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ადგილად ითვლება.

ქვეყნის ფართობი 2.1 კმ²-ია, რითაც მსოფლიოში ტერიტორიის სიმცირის მიხედვით ვატიკანის შემდეგ მეორე სუვერენული სახელმწიფოა. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 19,009 მცხოვრებია, რითაც მონაკო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი 5.47 კილომეტრია, ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე, რომელიც ყველაზე მოკლეა მსოფლიოში, 3.83 კილომეტრს უდრის. მონაკო იტალიის საზღვრიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. ქვეყნის ყველაზე პოპულარული კვარტალია მონტე-კარლო.

მონაკოს სამთავროს მმართველობის ფორმაა კონსტიტუციური მონარქია, რომლის სათავეში პრინცი ალბერ II დგას. იგი დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს. მონაკოს სუვერენიტეტი ოფიციალურად 1861 წლის ფრანგულ-მონეგასკური შეთანხმების შედეგად აღიარეს. ქვეყანა 1993 წელს გაეროს წევრი გახდა. მონაკოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის მიუხედავად, მის დაცვაზე საფრანგეთია პასუხისმგებელი. ქვეყანას ორი მცირე სამხედრო გაერთიანება ჰყავს.

მონაკოს ეკონომიკური განვითარების პროცესი XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, როცა ქვეყანაში პირველი კაზინო, მონტე-კარლო და პარიზთან დამაკავშირებელი რკინიგზა გაიხსნა. იმ დროიდან მოყოლებული, ზომიერი ჰავა, გარემო და აზარტული დაწესებულებების სიმრავლე ქვეყანაში უამრავს ტურისტს იზიდავს. მონაკო შეძლებულ ადამიანთა რეკრეაციული ცენტრია. ბოლო წლებში, ქვეყანა ფინანსური ცენტრი გახდა და ეკონომიკის დივერსიფიკაციას სერვისის სექტორსა და ინდუსტრიულ სფეროში ცდილობდა. მონაკოში არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, ხოლო ბიზნესის გადასახადი საკმაოდ მცირეა, რის გამოც ქვეყანა ცნობილია, როგორც საგადასახადო თავშესაფარი. 2014 წლის მონაცემებით, მონაკოს მცხოვრებთა 30%-ს მილიონერები შეადგენდნენ.

მონაკო არაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა მონაწილეობას იღებს ორგანიზაციის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებში, როგორიცაა საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი. საფრანგეთთან მჭიდრო ურთიერთობის გამო ქვეყნის სავალუტო ერთეულია ევრო. 2004 წელს მონაკო ევროსაბჭოს შეუერთდა, ხოლო 1970 წლიდან ფრანკოფონიის წევრი ქვეყანაა. მონაკოს ჰყავს საფეხბურთო კლუბი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული რამდენჯერმე გახდა.

Where can you sleep near მონაკო ?

Booking.com
489.343 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 170 visits today.