ყაზახეთი
Context of ყაზახეთი
ყაზახეთის რესპუბლიკა (ყაზახ. Қазақстан Республикасы; რუს. Республика Казахстан) — ტრანსკონტინენტური ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, რომლის მცირე ნაწილი ურალის დასავლეთით ხვდება აღმოსავლეთ ევროპაში. ყაზახეთი არის მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანა, ხოლო ხმელეთით გარშემორტყმულ ქვეყნებს შორის — უდიდესი, მისი ფართობი შეადგენს 2 727 300 კვადრატულ კილომეტრს, რაც აღემატება დასავლეთი ევროპის ფართობს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მოძრაობის მიხედვით): რუსეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და კასპიის ზღვა. ყაზახეთის ტერიტორია მოიცავს: ვრცელ ველებს, ტაიგას, კანიონებს, გორებს, დელტებს, მუდმივი თოვლით დაფარულ მთებსა და უდაბნოებს. 17 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით მისი საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 6 ადამიანს შეადგენს კვ. კილომეტრზე. დედაქალაქი ალმათიდან ასტანაში (დღ. ნურ-სულთანში) 1997 წელს გადავიდა.
More about ყაზახეთი
- Currency ყაზახური ტენგე
- Calling code +7
- Internet domain .kz
- Mains voltage 220V/50Hz
- Democracy index 3.14
- Population 19002586
- Area 2724900
- Driving side right