ბაიკონურის კოსმოდრომი

ბაიკონურის კოსმოდრომი (რუს. Байконур), იგივე ტიურა-ტამი არის მსოფლიოს უდიდესი და უძველესი კოსმოდრომი. იგი განლაგებულია ყაზახეთში, არალის ზღვიდან აღმოსავლეთში 200 კმ მანძილზე, მდ. სირ-დარიის ჩრდილო ნაპირზე, ქალაქ ტიურა-ტამთან ახლოს. იგი იჯარით აქვს აღებული რუსეთის ფედერაციას (2050 წლამდე) და მას განაგებს რუსეთის კოსმოსური სააგენტო. იგი აგებულ იქნა სსრკ-ის მიერ 50-იან წლებში, როგორც სამხედრო პოლიგონი საკონტინენტთაშორისო რაკეტებს გამოსაცდელად. სამართავი და ადმინისტრაციული პუნქტების გეოგრაფიული კოორდინატებია 45°55′12.64″ ჩ.გ. და 63°20′32.48″ ა.გ. მაშინ, როდესაც ერთ-ერთი სასტარტო მოედანი განლაგებულია 45°57′52.61″ ჩ.გ. და 63°18′18.26″ ა.გ.

ისტორია საბჭოთა ერა

ბაიკონურის კოსმოდრომი დაარსებულ იქნა 1955 წლის 2 ივნისს. თავდაპირველად იგი დაარსდა, როგორც სამხედრო პოლიგონი საკონტინენტთაშორისო რაკეტების გამოსაცდელად და მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა მან კოსმოდრომის ფუნქცია. სერგეი კოროლიოვმა, რ-7 რაკეტების მთავარმა კონსტრუქტორმა შეარჩია ადგილი რაკეტების რადიოთი სამართავად, რომელიც ამ კოსმოდრომიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით იყო დაშორებული. ყოველივე ამან ბაიკონურის კოსმოდრომი სსრკ-ის ერთ-ერთ უძვირეს წამოწყებად აქცია. კოსმოდრომთან ახლოს მთელი ქალაქიც კი გაშენდა, რომლის მოვალეობა კოსმოდრომის მომსახურება იყო და მას ლენინსკი ეწოდა 1966 წელს.

ბაიკონურის კოსმოდრომთან ბევრი ისტორიული გაფრენაა დაკავშირებული კოსმოსში: პირველი საკონტინენტთაშორისო რაკეტების გამოცდა, დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი (სპუტნიკ-1) 1957 წელს, პირველი ადამიანი კოსმოსში (იური გაგარინი) 1961 წელს, პირველი ქალი კოსმოსში (ვალენტინა ტერეშკოვა) 1963 წელს, ბევრი კოსმონავტი სხვადასხვა ქვეყნებიდან (ჩეხოსლოვაკია, ვიეტნამი, ბრაზილია). ბაიკონურის კოსმოდრომი არც კატასტროფებისგან იყო დაზღვეული, ერთ-ერთი ასეთი კატასტროფა მოხდა 1960 წელს, როდესაც რ-16 რაკეტის აფეთქებამ ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (იხ. ნედელინის კატასტროფა)

რუსული ერა

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 1991 წელს რუსულმა კოსმოსურმა პროგრამამ გააგრძელა თავისი მოღვაწეობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მფარველობის ქვეშ. 1995 წელს ქალაქს, რომელიც კოსმოდრომს ერტყა გარს, სახელი გადაერქვა და ბაიკონური ეწოდა. 2005 წელს დაიდო ხელშეკრულება რუსეთსა და ყაზახეთს შორის ბაიკონურის კოსმოდრომის იჯარით რუსეთისთვის გადაცემის შესახებ 2050 წლამდე. იჯარის ფასი 115 მლნ აშშ დოლარია, რაც უთანხმოებას იწვევს ამ ორ სახელმწიფოს შორის და რაც აიძულებს რუსეთს, რომ გააფართოვოს მის ტერიტორიაზე მდებარე პლესეცკის კოსმოდრომი.

Photographies by:
Bill Ingalls - Public domain
Statistics: Position
1844
Statistics: Rank
67386

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
745281639Click/tap this sequence: 4527

Google street view

Where can you sleep near ბაიკონურის კოსმოდრომი ?

Booking.com
489.162 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 68 visits today.