ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი

ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი (ყაზ. Қожа Ахмет Яссауи кесенесі) — დაუმთავრებელი მავზოლეუმი სამხრეთ ყაზახეთის ქალაქ თურქესტანში. მისი მშენებლობა 1389 წელს, თემურლენგის ბრძანებით დაიწყო, რათა ჩაენაცვლებინა XII საუკუნის პოეტის, ხოჯა აჰმედ იასავის (1093–1166) პატარა მავზოლეუმი, მაგრამ 1405 წელს, თემურლენგი გარდაიცვალა და მშენებლობა შეჩერდა.

მიუხედავად მისი დაუსრულებელი სახისა, მავზოლეუმი თემურლენგის ეპოქის არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ ნიმუშს წარმოადგენს. ექსპერიმენტული სივრცული დაგეგმარება, გუმბათის ინოვაციური კონსტრუქცია, ორნამენტებით მორთული მოჭიქული კრამიტი – ამ ყველაფერმა საფუძველი ჩაუყარა განსხვავებულ სტილს, რომელიც შემდეგ მთელს რეგიონში გავრცელდა.

მავზოლეუმი დღეს მთელი ცენტრალური აზიიდან უამრავ პილიგრიმს იზიდავს და ყაზახებისთვის ეროვნულ იდენტობასთან ასოცირდება. წარმოადგენს ყაზახეთის დაცულ, ეროვნულ მუზეუმს და 2003 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.

Photographies by:
Petar Milošević - CC BY-SA 4.0
upyernoz from Haverford, USA - CC BY 2.0
Statistics: Position
1110
Statistics: Rank
192969

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
972864315Click/tap this sequence: 7844
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი ?

Booking.com

What can you do near ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი ?

8.849.831 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 256 visits today.