ზანზიბარი ანუ უნგუჯა (სუაჰ. Unguja, ინგლ. Zanzibar Island) — ზანზიბარის არქიპელაგის სამი დიდი კუნძულიდან ერთი კუნძული (პემბის და მაფიის კუნძულებთან ერთად). შედის ტანზანიის (ავტონომიური ზანზიბარი) შემადგენლობაში. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში.

ზანზიბარი ანუ უნგუჯა (სუაჰ. Unguja, ინგლ. Zanzibar Island) — ზანზიბარის არქიპელაგის სამი დიდი კუნძულიდან ერთი კუნძული (პემბის და მაფიის კუნძულებთან ერთად). შედის ტანზანიის (ავტონომიური ზანზიბარი) შემადგენლობაში. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში.

ისტორია

არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად, კუნძული მუდმივად იყო დასახლებული სულ ცოტა 20 ათასი წელი. სავარაუდოდ ზანზიბარი სახელად მენუფია მოიხსენიება ძველბერძნულ გეოგრაფიულ კრებულ ერიტრეის ზღვის პერიპლში. ჩვენი წელთაღრიცხვით I ათასწლეულში კუნძულს სტუმრობდნენ ინდოელი, არაბი და სპარსი ვაჭრები. 1107 წელს ჩრდილოეთით აშენდა სამხრეთ ნახევარსფეროში პირველი მეჩეთი — კიზიმკაზის მეჩეთი. 1505 წელს მთელი ზანზიბარის არქიპელაგი გადავიდა პორტუგალიის კონტროლ ქვეშ, ხოლო 1698 წელს — ომანის კონტროლ ქვეშ. ყველაზე უფრო დიდ აყვავების ხანას ომანის სასულთნომ მიაღწია XIX საუკუნის პირველ ნახევარში საიდ იბნ სულთანის დროს. 1840 წელს საიდ იბნ სულთანმა გადაიტანა დედაქალაქი სტოუნ-ტაუნში კუნძულ ზანზიბარზე. ზანზიბარი მისი მმართველობის დროს იყო მსხვილი სავაჭრო ცენტრი, სადაც მიმდინარეობდა ვაჭრობა მთელი ინდოეთის უკეანის მასშტაბით, პირველ რიგში მონებით და მიხაკებით, რომელიც მოჰყავდათ პლანტაციებში პირდაპირ კუნძულზე.

საიდ იბნ სულთანის სიკვდილის შემდეგ 1856 წელს ზანზიბარის სასულთნო და ომანის სასულთნო გახდა ორი დამოუკიდებელი სასულთნო. 1890 წელს კუნძული ზანზიბარის შემადგენლობაში გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი, ხოლო 1963 წლის დეკემბერში მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან. 1964 წლის დასაწყისში ზანზიბარის რევოლუციის დროს მონარქია ჩამოგდებული იქნა და გამოცხადდა ზანზიბარის და პემბის სახალხო რესპუბლიკა. 1964 წლის აპრილში ზანზიბარი შეუერთდა ტანგანიიკას და გახდა ავტონომიური რეგიონი ტანზანიის სახელმწიფოს შემადგენლობაში.

Photographies by:
This photo was taken by Anton Zelenov.Please credit this with : Photo : Anton Zelenov in the immed - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
2637
Statistics: Rank
46966

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
285934716Click/tap this sequence: 8111

Google street view

Where can you sleep near ზანზიბარი (კუნძული) ?

Booking.com
489.134 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 40 visits today.