Vlkolínec

( ვლკოლინეცი )

ვლკოლინეცი (სლოვაკ. Vlkolínec) — პეიზაჟური სოფელი სლოვაკეთში, ქალაქ რუჟომბეროკის ადმინისტრაციაში. მიუხედავად ახლანდელი მდგომარეობისა, ისტორიულად ის განცალკევებული სოფელი იყო. პირველი წერილობითი ინფორმაცია მის შესახებ 1376 წელს მიეკუთვნება და შემდეგ 1882 წელს, როდესაც ის რუჟომბეროკის ნაწილი გახდა. მისი სახელი სავარაუდოდ სლოვაკური სიტყვა "vlk"-დან მოდის, რაც მგელს ნიშნავს.

ვლკოლინეცი 1993 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, ამავე დროს ერთ-ერთია იმ ათი სლოვაკური სოფლიდან, რომლებსაც ხალხური არქიტექტურის რეზერვაციების სტატუსი აქვთ. ეს სტატუსი სოფელს ებოძა იმის გამო, რომ ის თითქმის ხელშეუხებელია და კომპლექსური მაგალითია ხალხური, სასოფლო არქიტექტურისა ჩრდილოეთ კარპატების რეგიონში.

ვლკოლინეცი სლოვაკეთის ცენტრში მდებარეობს და ხელუხლებელი დასახლებით, ცენტრალური ევროპის სოფლის ტრადიციულ მახასიათებლებთან ერთად. იგი რეგიონის ტრადიციული, ამგავრი ხის სახლების ყველაზე ფართო ჯგუფს მოიცავს, რომლებიც ძირითადად მთიან არეალებში გვხვდება. სოფელი 45 ხის სახლს ...დაწვრილებით

ვლკოლინეცი (სლოვაკ. Vlkolínec) — პეიზაჟური სოფელი სლოვაკეთში, ქალაქ რუჟომბეროკის ადმინისტრაციაში. მიუხედავად ახლანდელი მდგომარეობისა, ისტორიულად ის განცალკევებული სოფელი იყო. პირველი წერილობითი ინფორმაცია მის შესახებ 1376 წელს მიეკუთვნება და შემდეგ 1882 წელს, როდესაც ის რუჟომბეროკის ნაწილი გახდა. მისი სახელი სავარაუდოდ სლოვაკური სიტყვა "vlk"-დან მოდის, რაც მგელს ნიშნავს.

ვლკოლინეცი 1993 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, ამავე დროს ერთ-ერთია იმ ათი სლოვაკური სოფლიდან, რომლებსაც ხალხური არქიტექტურის რეზერვაციების სტატუსი აქვთ. ეს სტატუსი სოფელს ებოძა იმის გამო, რომ ის თითქმის ხელშეუხებელია და კომპლექსური მაგალითია ხალხური, სასოფლო არქიტექტურისა ჩრდილოეთ კარპატების რეგიონში.

ვლკოლინეცი სლოვაკეთის ცენტრში მდებარეობს და ხელუხლებელი დასახლებით, ცენტრალური ევროპის სოფლის ტრადიციულ მახასიათებლებთან ერთად. იგი რეგიონის ტრადიციული, ამგავრი ხის სახლების ყველაზე ფართო ჯგუფს მოიცავს, რომლებიც ძირითადად მთიან არეალებში გვხვდება. სოფელი 45 ხის სახლს მოიცავს, თითოეული მათგანი შედგება 2 ან 3 ოთახისგან. ასევე დაცულია XVIII საუკუნის ხის სამრეკლო და ბაროკოს სტილის სამლოცველო. სახლები # 16 და 17 გადაკეთებულია ხალხურ მუზეუმებად, სადაც წარმოდგენილია ყოველდღიური საყოფაცხოვრებო და სამუშაო ინსტრუმენტები.

Photographies by:
Ing.Mgr.Jozef Kotulič - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
4964
Statistics: Rank
22231

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
756418329Click/tap this sequence: 1536

Google street view

Where can you sleep near ვლკოლინეცი ?

Booking.com
489.947 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 6 visits today.