La Habana

( ჰავანა )

ჰავანა (სრული სახ. ესპ. San Cristóbal de La Habana) — კუბის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი კარიბის რეგიონში, მთავარი პორტი და კუბის წამყვანი სავაჭრო ცენტრი 2,2 მილიონიანი მოსახლეობით. მოიცავს 781.58 კვადრატულ კილომეტს.

ქალაქი ჰავანა დააარსეს ესპანელებმა მე-16 საუკუნეში და მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო გადაიქცა პლაცდარმად ამერიკის ესპანური კოლონიზაციისთვის. ესპანეთის მეფე ფილიპ II- მ ჰავანას მიანიჭა ქალაქის ტიტული 1592 წელს. ძველი ქალაქის დასაცავად კედლები და ციხეები აშენდა. 1898 წელს აშშ-ს საბრძოლო გემის მეინის ჩაძირვა ჰავანას ნავსადგურზე, ესპანეთ-ამერიკის ომის უშუალო მიზეზი გახდა.

ქალაქი კუბის მთავრობის ცენტრია, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სამინისტროები, ბიზნეს შტაბები და 100-ზე მეტი დიპლომატიური ოფისი. ამჟამინდელი გუბერნატორი არის რეინალდო გარსია ზაპატა, კუბის კომუნისტური პარტიიდან (PCC). 2009 წელს ქალაქი / პროვინცია ქვეყანაში ყველაზე მაღალი შემოსავლიანობის მაჩვენებლით მესამე ადგილს იკავებდა.

თანამედროვე ჰავანა, არ...დაწვრილებით

ჰავანა (სრული სახ. ესპ. San Cristóbal de La Habana) — კუბის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი კარიბის რეგიონში, მთავარი პორტი და კუბის წამყვანი სავაჭრო ცენტრი 2,2 მილიონიანი მოსახლეობით. მოიცავს 781.58 კვადრატულ კილომეტს.

ქალაქი ჰავანა დააარსეს ესპანელებმა მე-16 საუკუნეში და მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო გადაიქცა პლაცდარმად ამერიკის ესპანური კოლონიზაციისთვის. ესპანეთის მეფე ფილიპ II- მ ჰავანას მიანიჭა ქალაქის ტიტული 1592 წელს. ძველი ქალაქის დასაცავად კედლები და ციხეები აშენდა. 1898 წელს აშშ-ს საბრძოლო გემის მეინის ჩაძირვა ჰავანას ნავსადგურზე, ესპანეთ-ამერიკის ომის უშუალო მიზეზი გახდა.

ქალაქი კუბის მთავრობის ცენტრია, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სამინისტროები, ბიზნეს შტაბები და 100-ზე მეტი დიპლომატიური ოფისი. ამჟამინდელი გუბერნატორი არის რეინალდო გარსია ზაპატა, კუბის კომუნისტური პარტიიდან (PCC). 2009 წელს ქალაქი / პროვინცია ქვეყანაში ყველაზე მაღალი შემოსავლიანობის მაჩვენებლით მესამე ადგილს იკავებდა.

თანამედროვე ჰავანა, არსებითად, შეიძლება აღიწეროს, როგორც სამი ქალაქი ერთში: ძველი ჰავანა, ვედადო და ახალი გარეუბნების რაიონები. ქალაქი ძირითადად ფართოვდება ჰავანის უბიდან დასავლეთით და სამხრეთით, რომელშიც შედის ვიწრო ზოლი და იყოფა სამ ძირითად ნავსადგურად: მარი მელენა, გუანაბაკოა და ანტარესი. მდინარე ალმენდარესი მიედინება ქალაქის სამხრეთიდან ჩრდილოეთით, და შედის ფლორიდის სრუტეში, ჰავანის უბიდან რამდენიმე მილის დასავლეთით.

ქალაქი ყოველწლიურად მილიონზე მეტ ტურისტს იზიდავს; ჰავანის ოფიციალური აღწერის ცნობით, 2010 წელს ქალაქს 1,176,627 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, 20%-ით გაიზარდა 2005 წლიდან. ძველი ჰავანა გამოცხადდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად 1982 წელს. ქალაქი ასევე აღსანიშნავია თავისი ისტორიით, კულტურით, არქიტექტურით და ძეგლებით. როგორც კუბა, ასევე ჰავანაც ტროპიკული კლიმატით ხასიათდება.

ისტორია კოლონიური პერიოდი მე-16 საუკუნე

ჰავანა 1515 წელს დააფუძნა კონკისტადორმა დიეგო ველასკეს დე კუელარმა კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, თანამდეროვე ქალაქ სურგიდერო-დე-ბატაბანოსთან. ქალაქმა მის დღვანდელ ადგილზე 1519 წელს გადმოინაცვლა.

პანფილო დე ნარვაესმა უწოდა ჰავანას - ესპანელთა მიერ დაარსებულ მეექვსე ქალაქს კუბაზე - მისი სახელი: სან-კრისტობალ დე ლა ჰავანა. სახელი მოიცავს ჰავანის მფარველი წმინდანის სან -კრისტობალის სახელს. კუბის პირველი ქალაქების დაარსებიდან ცოტა ხნის შემდეგ, კუნძული სხვა ქალაქების კონკისტისტასთვის საყრდენი აღმოჩნდა.

ჰავანა თავდაპირველად სავაჭრო პორტი იყო, თუმცა მისი მზარდი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო 1607 წელს კუბის (იმ დროისთვის ეპანური კოლონიის) დედაქალაქი და ახალ მსოფლიოში ესპანური კოლონიების მთავარი პორტი გახდა.

ჰავანა მეკობრეთა ხშირი თავდასხმის ობიექტი იყო. 1553 და 1555 წლებში იგი გაძარცვეს. პირველი შეტევის შედეგად, კორსარმა ჟაკ დე სორემ 1555 წელს გადაწვა ქალაქი. ამგვარმა შეტევებმა დაარწმუნა ესპანეთის მონარქი, რომ დაეფინანსებინა ძირითადი ციხეების მშენებლობა მთავარ ქალაქებში - არა მხოლოდ მეკობრეების და კორსარების საწინააღმდეგოდ, არამედ დასავლეთის ინდიელებთან ვაჭრობაზე უფრო მეტი კონტროლისათვის და ვრცელი კონტრაბანული საქმიანობის შეზღუდვისათვის (შავი ბაზარი), რომელიც წარმოიშვა სევილიის Casa de Contratación-ის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების გამო (მონარქთა კონტროლირებადი სავაჭრო სახლი, რომელიც მონოპოლიას უწევდა ახალ მსოფლიო ვაჭრობას).

1592 წლის 20 დეკემბერს ესპანეთის მეფე ფილიპ II-მ ჰავანას ქალაქის ტიტული მიანიჭა. მოგვიანებით, ქალაქი ოფიციალურად იქნებოდა ესპანეთის გვირგვინის მიერ „ახალი სამყაროს გასაღები და დასავლეთის ინდიელებთან გამყოფი კედელი“. იმავდროულად, გაგრძელდა ქალაქის თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის და გაუმჯობესების მცდელობები.

მე-17 საუკუნე
 
მე -17 საუკუნის ჰავანის გამოსახულება

ჰავანა დიდად გაფართოვდა მე-17 საუკუნეში. ახალი შენობები აშენდა კუნძულის ყველაზე უხვი მასალისაგან, ძირითადად ხისგან, აერთიანებდა პირენეს ნახევარკუნძულის სხვადასხვა ხუროთმოძღვრულ სტილს და ასევე კანარული მახასიათებლების არქიტექტურულ ძეგლებს.

1649 წელს კოლუმბიაში კარტახენაში ჩატანილმა ყვითელი ცხელების ეპიდემიამ ფატალური შედეგი მოუტანა ჰავანის ევროპული მოსახლეობის მესამედს. [1]

მე-18 საუკუნე

მე-18 საუკუნის შუა პერიოდისთვის ჰავანას ჰყავდა სამოცდაათი ათასზე მეტი მოსახლე და იყო სიდიდით მესამე ქალაქი ამერიკაში, რიგით ლიმას და მეხიკოს ჩამორჩებოდა, მაგრამ უსწრებდა ბოსტონსა და ნიუ-იორკს. [2] მე-18 საუკუნის განმავლობაში ჰავანა ესპანეთის პორტებიდან უმთავრესი იყო. 1740 წლისთვის, ის გახდა ესპანეთის უდიდესი და ყველაზე აქტიური გემთმშენებლობა და ერთადერთი გემთსაშრობი ახალ სამყაროში. [3]

 
ჰავანის კათედრალი

ქალაქი დაიპყრეს ბრიტანელებმა შვიდწლიანი ომის დროს. ეპიზოდი დაიწყო 1762 წლის 6 ივნისს, როდესაც გამთენიისას, ბრიტანეთის ფლოტი, რომელშიც შედიოდა 50-ზე მეტი გემი, სამეფო საზღვაო ძალების და ჯარის 11000-ზე მეტი კაცის ერთობლივი ძალა, გაემგზავრნენ კუბის წყლებში და განახორციელეს ამფიბიური დაშვება ჰავანის აღმოსავლეთით. [4] ბრიტანელებმა დაუყოვნებლივ გახსნეს ვაჭრობა ჩრდილოეთ ამერიკის და კარიბის კოლონიებთან, რამაც გამოიწვია კუბის საზოგადოების სწრაფი ტრანსფორმაცია. ჰავანის ხელში ჩაგდებიდან ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, პარიზის ზავს ხელი მოაწერა სამმა მეომარმა ძალამ, რითაც დასრულდა შვიდწლიანი ომი. ხელშეკრულებამ ბრიტანეთს ფლორიდა მისცა ქალაქ ჰავანის ესპანეთისთვის დაბრუნების სანაცვლოდ. [5] ქალაქის დაბრუნების შემდეგ ესპანელებმა იქ აშენებული ციხესიმაგრეებითა და გალავნებით ჰავანა ამერიკაში ყველაზე დაცულ ქალაქად აქციეს. დაიწყო სან – კარლოს დე ლა კაბანიას ციხის მშენებლობა, სიდიდით ესპანეთის მესამე საფორტიპიკაციო ნაგებობა ახალ სამყაროში, კასტილო სან კრისტობალისა (ყველაზე დიდი) და კასტილო სან ფელიპე დელ მოროს შემდეგ ორივე სან – ხუანში, პუეტრო რიკოში მდებარე. 1796 წლის 15 იანვარს ქრისტეფორე კოლუმბის ნეშტი კუნძულზე გადაასვენეს სანტო დომინგოდან , სადაც ის განისვენებდა 1898 წლამდე, ვიდრე სევილიის საკათედრო ტაძარში გადაასვენებდნენ, ესპანეთის კუბის დაკარგვის შემდეგ.

მე-19 საუკუნე
 
მე-19 საუკუნის ჰავანის გამოსახულება

იმის გამო, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში გაიზარდა ვაჭრობა კარიბის ზღვისა და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოებს შორის, ჰავანა გახდა აყვავებული და მოდური ქალაქი. ჰავანას თეატრებში წარმოდგენილი იყო იმ პერიოდის ყველაზე გამორჩეული მსახიობები. ამ პერიოდის განმავლობაში ჰავანა ცნობილი გახდა, როგორც ანტილიელთა პარიზი.

1837 წელს აშენდა პირველი სარკინიგზო მაგისტრალი, 51 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი ჰავანასა და ბეხუკალს შორის, რომელიც გამოიყენებოდა შაქრის ტრანსპორტირებისთვის გუინესიდან ჰარბორში. ამით კუბა გახდა მსოფლიოში რიგით მეხუთე, სარკინიგზო მაგისტრალის მქონე ქვეყანა, ხოლო პირველი ესპანურენოვანი ქვეყნებიდან. მთელი საუკუნის განმავლობაში, ჰავანა გამდიდრდა დამატებითი კულტურული ობიექტების მშენებლობით, მაგალითად Tacon Teatre (ჰავანის დიდი თეატრი), მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული. ის ფაქტი, რომ მონობა კანონიერი იყო კუბაში 1886 წლამდე, სამხრეთ ამერიკულმა ინტერესმა განაპირობა, მათ შორის, ოქროს წრის რაინდთა შედგენილი გეგმა, რომ შექმნათ „ოქროს წრე“, რომელიც 1200 მილის რადიუსით ორიენტირებული იქნებოდა ჰავანაზე. მას შემდეგ, რაც 1865 წელს ამერიკის კონფედერაციული სახელმწიფოები დამარცხდნენ ამერიკის სამოქალაქო ომში, ბევრმა ყოფილმა მონათმფლობელმა განაგრძო პლანტაციების გადატანა ჰავანაში.

1863 წელს ქალაქის კედლები ჩამოიშალა ისე, რომ მეტროპოლიის გაფართოება შესაძლებელი ყოფილიყო. XIX საუკუნის დასასრულს, ჰავანა გახდა ესპანეთის კოლონიალიზმის ბოლო მომენტების მოწმე ამერიკაში.

რესპუბლიკური და რევოლუციის შემდგომი პეროდი
 
ყოფილი საპრეზიდენტო სასახლე, სადაც ახლა მუზეუმშია განთავსებული

მე -20 საუკუნე კუბამ და, შესაბამისად, ჰავანამ, შეერთებული შტატების მიერ ოკუპაციის ქვეშ დაიწყო. [6] აშშ-ს ოკუპაცია ოფიციალურად დასრულდა, როდესაც კუბის პირველმა პრეზიდენტმა ტომას ესტრადა პალმამ თანამდებობა დაიკავა 1902 წლის 20 მაისს.

რესპუბლიკური პერიოდის განმავლობაში, 1902 წლიდან 1959 წლამდე, ქალაქში დაიწყო განვითარების ახალი ერა. კუბა ომის გამანადგურებელი მდგომარეობიდან კეთილდღეობის მქონე ქვეყნად გადაიქცა, ნახევარსფეროში მესამე ყველაზე ფართო საშუალო კლასით. ახალი საშუალო კლასის მოსასვენებლად აპარტამენტები და ასევე კუბელი მაგნატებისთვის საცხოვრებელი სახლები აშენდა სწრაფი ტემპით.

მრავალი ძვირადღირებული სასტუმრო, კაზინო და ღამის კლუბები აშენდა 1930-იან წლებში ჰავანას მზარდი ტურისტული ინდუსტრიის მოსაწყობად, რამაც დიდად ისარგებლა 1920 – დან 1933 წლამდე ალკოჰოლზე დაწესებული აკრძალვით . 1930-იან წლებში ორგანიზებული დანაშაულის მონაწილეებმა იცოდნენ ჰავანის ღამის კლუბისა და კაზინოების ცხოვრების შესახებ, რის გამოც დამკვიდრდნენ ქალაქში. იმ დროს ჰავანა გახდა მიმზიდველი და მრავალი აქტივობის დედაქალაქი. 1920 წელს აშშ-ში ბუტლეგერობის პერიოდში ჰავანა, მონრეალის მსგავსად, ამერიკელთა პოპულარული გასართობი ქალაქი გახდა, თუმცა ღამის კლუბებისა და კაზინოების უმრავლესობა დახურულ იქნა 1959 წელს კუბის რევოლუციის შემდეგ. ჰავანა, ზოგადად, უფრო მეტ შემოსავალს აწარმოებდა, ვიდრე ლას-ვეგასი, ნევადა, რომლის ბუმი, როგორც ტურისტული ადგილი, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰავანას კაზინოები დაიხურა 1959 წელს. 1958 წელს დაახლოებით 300,000 ამერიკელი ტურისტი ეწვია ქალაქს.

1959 წლის რევოლუციის შემდეგ, ფიდელ კასტრომ ახალი რეჟიმის დამყარებისას პირობა დადო, რომ გაუმჯობესდებოდა სოციალური სერვისები, საზოგადოებრივი საცხოვრებლები და ოფიციალური შენობები. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც კასტრომ ყველა კერძო საკუთრების და ინდუსტრიის მკვეთრი მითვისება მოახდინა (1959 წლის მაისი და შემდეგ) საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილი ძლიერი კომუნისტური მოდელის პირობებში, რასაც მოჰყვა აშშ-ს ემბარგო, რამაც კუბა დააზარალა, განსაკუთრებით ძლიერ ძლიერ შეეხო ჰავანას. 1966–68 წლებისთვის, კუბის მთავრობამ ნაციონალიზაცია მოახდინა კუბაში კერძო საკუთრებაში არსებულ ყველა კერძო სუბიექტზე, „გარკვეული სახის სავაჭრო მცირე საცალო ფორმების“ მიხედვით (კანონი 1076 [7]).

მძიმე ეკონომიკური ვარდნა მოხდა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. საბჭოთა სუბსიდიები დასრულდა, რაც მილიარდობით დოლარს წარმოადგენდა, რომელიც საბჭოთა კავშირმა კუბის მთავრობას გადასცა. ბევრს სჯეროდა, რომ რევოლუციური მთავრობა მალე დაიშლებოდა, როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთ ევროპის საბჭოთა სატელიტურ სახელმწიფოებთან . ამასთან, ევროპაში მომხდარი მოვლენების საწინააღმდეგოდ, კუბის კომუნისტური მთავრობა აგრძელებდა მმართველობას 1990-იან წლებში და დღემდე გრძელდება.

მრავალწლიანი აკრძალვის შემდეგ, კომუნისტური მთავრობა სულ უფრო მეტად მიმართავდა ტურიზმს ახალი ფინანსური შემოსავლისათვის, და მისცა უცხოელ ინვესტორებს ახალი სასტუმროების აშენების ნებართვა. ძველ ჰავანაში, ასევე დაიწყო ტურისტული მიზნებისათვის აღმშენებლობა, რიგი ქუჩებისა და მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა. [8] თუმცა, ძველი ჰავანა დიდი ქალაქია და აღდგენითი სამუშაოები კონცენტრირებულია მთელი მისი ტერიტორიის 10%-ზე ნაკლებზე.

C Cumo. The Ongoing Columbian Exchange: Stories of Biological and Economic Transfer in World History: Stories of Biological and Economic Transfer in World History Page 356 ISBN 978-1610697958 https://books.google.com/books?id=tzqhBgAAQBAJ&pg=PA356&dq=An+epidemic+kills+a+third+of+cuban+population+1649&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwjYwIyV0vzbAhWus1kKHb49ASQQ6AEILzAB#v=onepage&q=An%20epidemic%20kills%20a%20third%20of%20cuban%20population%201649&f=falseThomas, Hugh (1998). Cuba, or The pursuit of freedom, 2nd, Da Capo Press, გვ. 1. ISBN 9780306808272. Harbron, John D..Trafalgar and the Spanish navy, Lestrange Maritime Press, 2004, ISBN 0-87021-695-3, pp. 15–17. Havana built nearly 50% more Ships of the Line than any other Spanish dockyard during the 18th century.Pocock, Tom (1998). "Chapter Six", Battle for Empire: The very first world war 1756–63. Michael O'Mara Books. ISBN 9781854793904. Thomas, Hugh: Cuba: The Pursuit of Freedom 2nd edition. Chapter OneCantón Navarro, José (2001). History of Cuba: The Challenge of the Yoke and the Star : Biography of a People. Editoral SI-MAR, გვ. 81. ISBN 9789597054757. Nigel Hunt. Cuba Nationalization Laws. cuba heritage .org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-16. ციტირების თარიღი: 2009-07-08.Elogian capital humano en restauración de La Habana es. Digital Granma Internacional (7 December 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2007.
Photographies by:
kuhnmi - CC BY 2.0
Gabriel Rodríguez - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
1896
Statistics: Rank
65344

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
853672914Click/tap this sequence: 6248

Google street view

Where can you sleep near ჰავანა ?

Booking.com
489.373 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 11 visits today.