Uzungöl

( უზუნგიოლი )

უზუნგიოლი (თურქ. Uzungöl — „გრძელი ტბა“) — ტბა თურქეთში, ტრაპიზონის პროვინციაში, ქალაქ ტრაპიზონიდან სამხრეთით 99 კმ-ში. მდებარეობს მაღალ მთებს შორის, ზღვის დონიდან 1090 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,2 კმ², მაქსიმალური სიღრმე 15 მ. მეწყრული წარმოშობისაა. უზუნგიოლის წყლის დონე და ფართობი სეზონისა და წლის მიხედვით მერყეობს. ტბის წყალი მტკნარია. მის სანაპიროზე არის ამავე სახელწოდების სოფელი. პოპულარული ტურისტული ობიექტია. 2008 წელს თურქეთის მთავრობამ ტბის სანაპიროს გასწვრივ ააშენა ბეტონის ბარიერი, რაც აფერხებს ტბის ირგვლივ არსებული გზების დასველებას. ამას მოჰყვა ადგილობრივთა და ეკოლოგთა პროტესტი, რომელთა თქმით, უზუნგიოლი გიგანტურ ხელოვნურ აუზს დაემსგავსა, რასაც შესაძლოა გარემოს დეგრადაცია მოჰყვეს.

Photographies by:
İhsan Deniz Kılıçoğlu - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
5179
Statistics: Rank
69077

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
849176352Click/tap this sequence: 6758
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near უზუნგიოლი ?

Booking.com
9.001.262 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 3.744 visits today.