სუმელის მონასტერი (ბერძ. Μονή Παναγίας Σουμελά, Moní Panagías Soumelá; თურქ. Sümela Manastırı) — IV-V საუკუნის მართლმადიდებლური მონასტერი ტრაპიზონთან ახლოს. IV საუკუნიდან მონასტერში დაცული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც გადმოცემის თანახმად, ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი.

სახელწოდება სუმელა ერთ-ერთი ვერსიით ბერძნულია (ბერძ. Σου Μελά) და „შავ მთას“ აღნიშნავს. მეორე ვერსიის თანახმად სიტყვა „სუმელა“ ლაზურია და „სამებას“ ნიშნავს.

სუმელის მონასტერი (ბერძ. Μονή Παναγίας Σουμελά, Moní Panagías Soumelá; თურქ. Sümela Manastırı) — IV-V საუკუნის მართლმადიდებლური მონასტერი ტრაპიზონთან ახლოს. IV საუკუნიდან მონასტერში დაცული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც გადმოცემის თანახმად, ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი.

სახელწოდება სუმელა ერთ-ერთი ვერსიით ბერძნულია (ბერძ. Σου Μελά) და „შავ მთას“ აღნიშნავს. მეორე ვერსიის თანახმად სიტყვა „სუმელა“ ლაზურია და „სამებას“ ნიშნავს.

ისტორია

მონასტრის დამაარსებლად ითვლება ათენელი მღვდელი ბარნაბე (375-395 წლები), ხოლო VI საუკუნეში, არაბების დამანგრეველი თავდასხმის შედეგად დანგრეული მონასტერი აღუდგენია წმინდა სოფრონს.

ბიზანტიის მმართველობის ეპოქაში მონასტერი სარგებლობდა რამდენიმე იმპერატორების კეთილგანწყობით, ხოლო ტრაპიზონის იმპერიის პერიოდში (1204-1461 წლები) იყო საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ადგილი. ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ სუმელას მონასტერი ოსმალეთის სულთნების ხელში გადავიდა.

მონასტერმა აყვავების მწვერვალს მიაღწია XVIII-XIX საუკუნეებში.

მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა და თურქეთმა ლოზანის კონფერენციის დებულებების თანახმად მოახდინეს მოსახლეობის გაცვლა, სუმელადან ბერძნები გადასახლდნენ, რამაც გამოიწვია სამონასტრო ცხოვრების შეწყვეტა. მონასტრის რელიქვიები, მათ შორის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი დაკარგვას გადაარჩინეს პონტოელმა ბერძნებმა, ხოლო მოგვიანებით, 1930 წელს გადააბრძანეს საბერძნეთში და დააბრძანეს მაკედონიის ქალაქ ვერიაში.

საუკუნეების განმავლობაში სუმელას მონასტერი ითვლებოდა არა მარტო ბერძნების, არამედ ქრისტიანული სამყაროს წმინდა ადგილად, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მეტად მტრულად შეხვდა მართლმადიდებელ მომლოცველებს. მონასტრის მოლოცვა პირველად შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2007 წელს. 2009 წლის 22 ნოემბერს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის სახალხო კრების თავმჯდომარე მეჰმედ ალი-შაჰინი და რუსეთის დუმის დეპუტატი, პარლამენტთაშორისი კომისიის კოორდინატორი ივან სავიდი (დაბადებული საქართველოში, სოფელ სანთაში). შეხვედრაზე განიხილეს მომლოცველთა პრობლემები, მათ შორის 2009 წლის 15 აგვისტოს ტრაპიზონის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც მართლმადიდებელ მღვდელს გახადეს ანაფორა და აჰყარეს ჯვარი, თითქოსდა ხელისუფლების ბრძანების მიხედვით.

2010 წელს თურქეთის კულტურის სამინისტრომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომე I-ის თხოვნის საფუძველზე ნება დართო მონასტერში აღედგინათ 1922 წელს შეწყვეტილი ღვთისმსახურება. 2010 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, პატრიარქმა აღავლინა ლიტურგია სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველებთან ერთად[1].

2000 წლის 25 თებერვლიდან მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში[2].

ტრაპზონში, სუმელას მონასტერში ქრისტიანული წირვა აღევლინებაSümela Monastery (The Monastery of Virgin Mary)
Photographies by:
Ben Bender - CC BY-SA 3.0
HALUK COMERTEL - CC BY 3.0
Martin Cígler - CC BY-SA 3.0
Jean & Nathalie - CC BY 2.0
Statistics: Position
547
Statistics: Rank
311405

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
495673218Click/tap this sequence: 3649
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near სუმელა ?

Booking.com
9.001.643 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 4.125 visits today.