Troya

( ტროა )

ტროა (ბერძ. Τροία ან Τροάς, ასევე Ήλιον; ლათ. Troia, Ilium) — ლეგენდარული ქალაქი, აღწერილი ტროის ომის ციკლში, ილიადაში, ჰომეროსის ძველ ბერძნულ ეპოსში.

ტროა (Truva, Hissarlik 39°58′N 26°13′E) ასევე არქეოლოგიური მიდამოა ანატოლიაში, ჰომეროსის მიერ აღწერილ ადგილას ზღვის პირას დარდანელის სრუტის სამხრეთ დასავლეთში მთა იდას ქვეშ.

ახალი ქალაქი ილიუმი დაფუძნდა ლეგენდარული ილიონის (ტროა) ადგილას რომის იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში. ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით ქალაქი საკმაოდ მდიდარი იყო, თუმცა კონსტანტინეპოლის დაარსების შემდეგ, ბიზანტიის პერიოდში, ის თანდათან დაკნინდა.

1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ ადგილას არქეოლოგიური გათხრები წამოიწყო. გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ერთი მეორის შემდეგ აშენებული რამდენიმე ქალაქი . ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქალაქი ჰომეროსის ტროად იქნა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი დასკვნა საკამოთოა, ამ ადგილის...დაწვრილებით

ტროა (ბერძ. Τροία ან Τροάς, ასევე Ήλιον; ლათ. Troia, Ilium) — ლეგენდარული ქალაქი, აღწერილი ტროის ომის ციკლში, ილიადაში, ჰომეროსის ძველ ბერძნულ ეპოსში.

ტროა (Truva, Hissarlik 39°58′N 26°13′E) ასევე არქეოლოგიური მიდამოა ანატოლიაში, ჰომეროსის მიერ აღწერილ ადგილას ზღვის პირას დარდანელის სრუტის სამხრეთ დასავლეთში მთა იდას ქვეშ.

ახალი ქალაქი ილიუმი დაფუძნდა ლეგენდარული ილიონის (ტროა) ადგილას რომის იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში. ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით ქალაქი საკმაოდ მდიდარი იყო, თუმცა კონსტანტინეპოლის დაარსების შემდეგ, ბიზანტიის პერიოდში, ის თანდათან დაკნინდა.

1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ ადგილას არქეოლოგიური გათხრები წამოიწყო. გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ერთი მეორის შემდეგ აშენებული რამდენიმე ქალაქი . ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქალაქი ჰომეროსის ტროად იქნა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი დასკვნა საკამოთოა, ამ ადგილის იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ჰიტიტურ ტექსტებში ქალაქ ვილუსად; ილიონი (ანუ ვილიონი) ამ სახელის ბერძნული ვარიანტი უნდა ყოფილიყო.

1998 წელს ტროა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

Photographies by:
CherryX - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
3850
Statistics: Rank
95974

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
187923465Click/tap this sequence: 7168
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ტროა ?

Booking.com
8.718.703 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 4.841 visits today.