Pergamon

( პერგამონი )

პერგამონი (იგივეა, რაც პერგამოსი. ბერძ. Πέργαμος ან Πέργᾰμον) — ანტიკური ქალაქი მცირე აზიის სანაპიროზე, ისტორიულ მიზიაში (ბერძ. Μυσία), დღევანდელ თურქეთში, იზმირის პროვინციაში შემავალ ქ. ბერგამას ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს 26 კმ-ში ეგეოსის ზღვიდან, მდ. კაიკოსის, დღევანდელი ბაკირჩაის (თურქ. Bakırçay) ჩრდილო სანაპიროზე.

ქალაქი დაარსდა ძვ. წ. XII საუკუნეში ბერძენი მოახალშენეების მიერ. ელინისტურ ხანაში, ძვ. წ. 283–133 წლებში იყო პერგამონის სამეფოს დედაქალაქი, ატალიდების დინასტიით სათავეში. პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაფურჩქვნას მიაღწია ევმენოს I-ს (ძვ. წ. 263–241) და ევმენოს II-ს (ძვ. წ. 197–159) მეფობის დროს. იყო ელინისტური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.

ელინისტურ ხანაში პერგამონს გარს ერტყა მძლავრი გალავანი ე. წ. ევმენეს კარიბჭით. ქალაქს გადმოჰყურებდა ტერასებად განლაგებული აკროპოლისი, ზედა ბაქანზე იყო მეფეთა სასახლეები, არსენალი და ტრაიანეუმი, ქვემოთ ათენა ნიკეფოროსის ს...დაწვრილებით

პერგამონი (იგივეა, რაც პერგამოსი. ბერძ. Πέργαμος ან Πέργᾰμον) — ანტიკური ქალაქი მცირე აზიის სანაპიროზე, ისტორიულ მიზიაში (ბერძ. Μυσία), დღევანდელ თურქეთში, იზმირის პროვინციაში შემავალ ქ. ბერგამას ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს 26 კმ-ში ეგეოსის ზღვიდან, მდ. კაიკოსის, დღევანდელი ბაკირჩაის (თურქ. Bakırçay) ჩრდილო სანაპიროზე.

ქალაქი დაარსდა ძვ. წ. XII საუკუნეში ბერძენი მოახალშენეების მიერ. ელინისტურ ხანაში, ძვ. წ. 283–133 წლებში იყო პერგამონის სამეფოს დედაქალაქი, ატალიდების დინასტიით სათავეში. პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაფურჩქვნას მიაღწია ევმენოს I-ს (ძვ. წ. 263–241) და ევმენოს II-ს (ძვ. წ. 197–159) მეფობის დროს. იყო ელინისტური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.

ელინისტურ ხანაში პერგამონს გარს ერტყა მძლავრი გალავანი ე. წ. ევმენეს კარიბჭით. ქალაქს გადმოჰყურებდა ტერასებად განლაგებული აკროპოლისი, ზედა ბაქანზე იყო მეფეთა სასახლეები, არსენალი და ტრაიანეუმი, ქვემოთ ათენა ნიკეფოროსის სამლოცველო.

Photographies by:
Mulazimoglu at Turkish Wikipedia - Public domain
Statistics: Position
1412
Statistics: Rank
167743

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
357428169Click/tap this sequence: 7666
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near პერგამონი ?

Booking.com

What can you do near პერგამონი ?

9.002.119 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.379 visits today.