Lake Taupō

( ტაუპოს ტბა )

ტაუპო (ინგლ. Taupo) — ტბა ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთის კუნძულზე. ახალი ზელანდიის უდიდესი ტბა. მდებარეობს ვულკანურ პლატოზე, ზღვის დონიდან 356 მ სიმაღლეზე. ფართობი 616 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 3487 კმ², წყლის მოცულობა 59 კმ³. უდიდესი სიღრმე 186 მ. დრენირებულია ახალი ზელანდიის უდიდესი მდინარით — უაიკატოთი. ტბას ერთვის მდინარეები: უაიტაჰანუი, ტონგარირო, ტაურანგა-ტაუპო.

კალდერაში მოქცეული ვულკანური წარმოშობის ტბაა. ქვაბულის გენეზისი უკავშირდება სუპერვულკანის ამოფრქვევას. მოიცავს რამდენიმე ვულკანური წარმოშობის კრატერის ნაშთს, მათ შორის ვულკან ტაუპოს კრატერის რელიქტსაც. ტაუპოსა და მეზობლად მდებარე ვულკანების კატასტროფული ამოფრქვევების შედეგად დაახლ. 1800 წლის წინ შეიქმნა მოზრდილი კალდერა, რომელიც თანადროულ დროში ტბამ დაიკავა. ტაუპოს ტბა პირველად მოინახულეს ევროპელებმა 1830-იან წწ. ტბის სახელწოდება მომდინარეობს მაორიდან („ტაუპო ნუი ტია“) და ნიშნავს „დიდ მოსასხამს“.

ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულია ზომიერი კლიმატი. ჰაერის მაქსიმ...დაწვრილებით

ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულია ზომიერი კლიმატი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 23.3 °C-იდან 11.2 °C-მდე. წვიმის სახით ნალექები მთელი წლის განმავლობაშია. ტბის ირგვლივ იმართება მასობრივი ველოსიპედური შეჯიბრებები.

განვითარებულია ტურიზმი. დასვენების პოპულარული ადგილია. ტაუპოს ტბას წლიურად სტუმრობს 1,2 მლნ. ადამიანი. არის მრავალრიცხოვანი გეოთერმული წყაროები. ტბის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე გაშენებულია ქალაქი ტაუპო. თევზჭერა. მოიპოვება კალმახი.

ტბის სანაპიროსთან აღმართულ კლდებზე შემორჩენილია მაორული ნახატები, რომელთა ხილვაც მხოლოდ ნავით მისვლით არის შესაძლებელი. ტაუპოს ტბიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ტონგარიროს ეროვნული პარკი.

Photographies by:
QFSE Media - CC BY-SA 3.0 nz
Statistics: Position
1698
Statistics: Rank
158255

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
642759381Click/tap this sequence: 4761
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ტაუპოს ტბა ?

Booking.com

What can you do near ტაუპოს ტბა ?

8.722.519 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 8.657 visits today.