Aoraki / Mount Cook

( კუკის მთა )

კუკის მთა (ინგლ. Mount Cook; მაორი. Aoraki) — ახალი ზელანდიის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3754 მ. მდებარეობს სამხრეთ კუნძულზე, ქალაქ კრაისტჩერჩიდან სამხრეთ-დასავლეთით. აგებულია კრისტალური ქანებით. მწვერვალი უნაგირის ფორმისაა, ძალზე ციცაბო ფერდობებით. დაფარულია თოვლითა და მყინვარებით. აღმოსავლეთ კალთაზე ეშვება ტასმანის მყინვარი, ხოლო დასავლეთ ფერდობზე — ჰუკერის მყინვარი. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 4491 მმ აღწევს. კალთების ქვედა ნაწილში არის ენდემური სახეობებით მდიდარი ზომიერი სარტყლის უნიკალური წვიმის ტყეები. ალპინისტებისა და ტურისტების პოპულარული ადგილია. მოქცეულია კუკის მთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც 2000 მ-ზე მაღლა მდებარე 140-ზე მეტი პიკი და დაახლოებით 70-მდე მყინვარი მდებარეობს.

მთის ადგილობრივი სახელწოდებაა „აორაკი“, რაც მაორი ენაზე ითარგმნება როგორც „დიდი თეთრი ღრუბელი“. სახელი ეწოდა ინგლისელი მეზღვაურისა და მკვლევრის ჯეიმზ კუკის პატივსაცემად. 1991 წელს მომხდარი თოვლზვავის შედეგად მწვერვალს მოსწყდა ...დაწვრილებით

კუკის მთა (ინგლ. Mount Cook; მაორი. Aoraki) — ახალი ზელანდიის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3754 მ. მდებარეობს სამხრეთ კუნძულზე, ქალაქ კრაისტჩერჩიდან სამხრეთ-დასავლეთით. აგებულია კრისტალური ქანებით. მწვერვალი უნაგირის ფორმისაა, ძალზე ციცაბო ფერდობებით. დაფარულია თოვლითა და მყინვარებით. აღმოსავლეთ კალთაზე ეშვება ტასმანის მყინვარი, ხოლო დასავლეთ ფერდობზე — ჰუკერის მყინვარი. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 4491 მმ აღწევს. კალთების ქვედა ნაწილში არის ენდემური სახეობებით მდიდარი ზომიერი სარტყლის უნიკალური წვიმის ტყეები. ალპინისტებისა და ტურისტების პოპულარული ადგილია. მოქცეულია კუკის მთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც 2000 მ-ზე მაღლა მდებარე 140-ზე მეტი პიკი და დაახლოებით 70-მდე მყინვარი მდებარეობს.

მთის ადგილობრივი სახელწოდებაა „აორაკი“, რაც მაორი ენაზე ითარგმნება როგორც „დიდი თეთრი ღრუბელი“. სახელი ეწოდა ინგლისელი მეზღვაურისა და მკვლევრის ჯეიმზ კუკის პატივსაცემად. 1991 წელს მომხდარი თოვლზვავის შედეგად მწვერვალს მოსწყდა ქანები (თოვლთან და ყინულთან ერთად), რის გამოც მთის სიმაღლე დაახლოებით 10 მ-ით შემცირდა. კუკის მთაზე პირველი ასვლა განახორციელეს 1894 წელს.

Photographies by:
Atanamir - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
2270
Statistics: Rank
134772

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
178523469Click/tap this sequence: 4312
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near კუკის მთა ?

Booking.com

What can you do near კუკის მთა ?

9.002.293 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.615 visits today.