София

( სოფია )

სოფია (ბულგ. София) — ბულგარეთის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ვიტოშას მთის მასივის ძირში, ბალკანეთის ცენტრალურ ნაწილში. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 267 912 ადამიანს შეადგენს. ყველაზე ახლოს მდებარეობს ეგეოსის ზღვასთან, შავ ზღვასა და ადრიატიკის ზღვასთან შედარებით.

სოფია სიდიდით მე-13 ქალაქია ევროკავშირში. ის გარშემორტყმულია მთებით, რაც მას მადრიდის შემდეგ მეორე ყველაზე მაღლა მდებარე ევროპულ დედაქალაქად აქცევს. ქალაქი აშენდა მდინარე ისკირზე და აქ არის მრავალი მინერალური წყარო, მაგალითად, სოფიის ცენტრალური მინერალური აბანოები. რეგიონში ნოტიო კონტინენტური კლიმატია. როგორც ბულგარეთის პრიორიტეტული ქალაქი, სოფია არის მრავალი ადგილობრივი უნივერსიტეტის, კულტურული ინსტიტუტისა და კომერციული კომპანიის სახლი.

სოფია სტარტაპების რაოდენობით შევიდა საუკეთესო ათეულში, ძირითადად სტარტაპები იყო ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. 2013 წელს სოფია იყო ქალაქი, რომელსაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანი ეწვია. 1979 წელს სოფიაში არსებული ბოიანი...დაწვრილებით

სოფია (ბულგ. София) — ბულგარეთის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ვიტოშას მთის მასივის ძირში, ბალკანეთის ცენტრალურ ნაწილში. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 267 912 ადამიანს შეადგენს. ყველაზე ახლოს მდებარეობს ეგეოსის ზღვასთან, შავ ზღვასა და ადრიატიკის ზღვასთან შედარებით.

სოფია სიდიდით მე-13 ქალაქია ევროკავშირში. ის გარშემორტყმულია მთებით, რაც მას მადრიდის შემდეგ მეორე ყველაზე მაღლა მდებარე ევროპულ დედაქალაქად აქცევს. ქალაქი აშენდა მდინარე ისკირზე და აქ არის მრავალი მინერალური წყარო, მაგალითად, სოფიის ცენტრალური მინერალური აბანოები. რეგიონში ნოტიო კონტინენტური კლიმატია. როგორც ბულგარეთის პრიორიტეტული ქალაქი, სოფია არის მრავალი ადგილობრივი უნივერსიტეტის, კულტურული ინსტიტუტისა და კომერციული კომპანიის სახლი.

სოფია სტარტაპების რაოდენობით შევიდა საუკეთესო ათეულში, ძირითადად სტარტაპები იყო ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. 2013 წელს სოფია იყო ქალაქი, რომელსაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანი ეწვია. 1979 წელს სოფიაში არსებული ბოიანის ეკლესია შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

სოფიის მოსახლეობამ შემცირება დაიწყო XVIII საუკუნის ბოლოდან, როდესაც მისი მოსახლეობა 70 000-ს შეადგენდა. 1870 წელს 19 000-დან კიდევ უფრო იკლებდა, 1878 წელს კი 11 649-მდე ჩამოვიდა, რის შემდეგაც დაიწყო მოსახლეობის ზრდა. სოფიის 1,2 მილიონი მაცხოვრებელი 492 კილომეტრ კვადრატზე ცხოვრობს. ქალაქში ქვეყნის მოსახლეობის 17,9% ცხოვრობს.

Photographies by:
Harfang - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
1707
Statistics: Rank
73512

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
781924563Click/tap this sequence: 9616

Google street view

Where can you sleep near სოფია ?

Booking.com
489.854 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 19 visits today.