Schloss Schönbrunn

( შენბრუნის სასახლე )

შენბრუნის სასახლე (გერმ. Schloss Schönbrunn) — საიმპერატორო, როკოკოს სტილში ნაგები 1 400 ოთახიანი საზაფხულო რეზიდენცია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ მონუმენტს და 1960-იანი წლებიდან ვენის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას. სასახლე და მისი ბაღები ავლენს ჰაბსბურგთა მონარქების გემოვნებას, ინტერესებსა თუ მისწრაფებებს.

ისტორია

1569 წელს, საღვთო რომის იმპერატორმა მაქსიმილიან II-მ, მდინარე ვენის დაბლობებზე, ბორცვის ძირას ადგილი იყიდა. მეფემ ბრძანა ეს ტერიტორია შემოეღობათ და სხვადასხვა ფრინველი მომემრავლებინათ, რომელიც სამეფო სანადირო ადგილი გახდებოდა.

მომდევნო საუკუნეში, ეს ტერიტორია სანადიროდ და რეკრეაციისთვის გამოიყენებოდა. განსაკუთრებით ბევრ დროს აქ დედოფალი ელეონორა გონძაგა ხარჯავდა, რომელსაც ნადირობა ძალიან უყვარდა. სიკვდილის წინ, მეფე ფერდინად II-მ ეს ადგილები მას უანდერძა. 1638 - 1643 წლებში მან აქ სასახლე ააშენა, რომელსაც შენბრუნი ეწოდა.

1918 წელს, მონარქიის დამხობის შემდეგ, სასახლის მფლობელი ახლადშექმნილი ავსტრიის რესპუბლიკა აღმოჩნდა და სასახლე მუზეუმად გადაკეთდა.

1961 წელს, შენბრუნის სასახლეში ჯონ კენედისა და ნიკიტა ხრუშჩოვის შეხვედრა გაიმართა.

1996 წელს, იუნესკომ სასახლე და მისი ბაღები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

Photographies by:
Simon Matzinger - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
1960
Statistics: Rank
139449

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
536489721Click/tap this sequence: 7326
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near შენბრუნის სასახლე ?

Booking.com

What can you do near შენბრუნის სასახლე ?

8.822.941 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 5.056 visits today.