ჰოფბურგი (გერმ. Hofburg) — სასახლე ვენაში, რომელიც XIII საუკუნიდან 1918 წლამდე ჰაბსბურგების რეზიდენცია იყო. 1945 წლიდან იგი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენციაა. მასში განთავსებულია ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი და სხვადასხვა მუზეუმები. დაახლოებით შვიდსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ჰოფბურგი იზრდებოდა და დღეს იგი არარეგულარულ შენობათა კომპლექსს წარმოადგენს და მოიცავს ასევე ორ რელიგიურ ნაგებობას: ჰოფბურგის კაპელასა და ავგუსტინეს ეკლესიას.
კომენტარის დამატება