შაჰიზინდა

შაჰიზინდა (უზბეკ. Shohizinda) — შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი სამარყანდში, უზბეკეთი. ეს არის სამარყანდელი დიდებულების მავზოლეუმების არქიტექტურული ანსამბლი. ჩვენამდე მოღწეულია 11 მავზოლეუმი, რომლებიც ერთმანეთის თანმიმდევრობით ააგეს XIV-XV საუკუნეებში. უფრო ადრინდელი მავზოლეუმები, რომლებიც აღმოჩენილია უძველესი დასახლება აფრასიაბის აღმოსავლეთ ფერდობებზე განეკუთვნება XI-XII საუკუნეებს. 2001 წელს სამარყანდის სხვა არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ისტორია

შაჰიზინდის ანსამბლის ფორმრება ხდებოდა ცხრა საუკუნის განმავლობაში და მოიცავს IX-XIV და XIX საუკუნეების ოცზე მეტ ნაგებობას. სახელწოდება შაჰიზინდა (Шох-и Зинда) ითარგმნება როგორც „ცოცხალი მეფე“ უკავშირდება ლეგენდას. ლეგენდაში ნათქვამია, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედის ბიძაშვილი კუსამ იბნ აბასი გაემართა სამარყანდისკენ მცირერიცხოვანი რაზმით ისლამის გასავრცელებლად. წარმართების ერთ-ერთი დავდასხმის დროს კუსამ იბნ აბასმა ისარი დაარტყა მიწაში, სადაც წარმოიქმნა ნაპრალი (სხვა ვერსიით ჭა), სადაც ცხოვრობდა მთელი ცხოვრება. უძველესი დროიდან არაბთა საფლავები არ იყო გაფორმებული ფერადი ფილებითა და წარწერებით. მოგვიანებით მოხდა მისი მოდერნის სტილში და ნეორუსლ სტილში.

ანსამბლის უძველესი ნაგებობა, რომლისგანაც შემონახულია მხოლოდ საძირკველი და საფლავის ქვა, თარიღდება XI-XII საუკუნეებით. წარმოდგენილ შენობათა უმრავლესობა თარიღდება XIV-XV საუკუნეებით, ხოლო XVI-XIX საუკუნის გადაკეთებებს პრაქტიკულად არ უმოქმედია კომპლექსის გარე ხედზე. მავზოლეუმს აქვს ფირუზისფერი გაფორმება ან მუქი ლურჯი ფილები, რომელზეც დახატულია ყვავილის ორნამენტები.

შაჰიზინდა ერთადერთი არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლია სამარყანდში, რომელშიც აფრასიაბის კულტურული ფენის ჩათვლით, ქალაქის თითქმის 25 საუკუნის ისტორია აისახა.

კომპლექსის ტერიტორიაზე დასაფლავება აღარ მიმდინარეობს 1977 წლიდან.

Photographies by:
Shahinsadeghi - CC BY-SA 3.0
Statistics: Position (field_position)
2240
Statistics: Rank (field_order)
49008

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
792865143Click/tap this sequence: 4392

Google street view

Where can you sleep near შაჰიზინდა ?

Booking.com
445.571 visits in total, 9.074 Points of interest, 403 Destinations, 51 visits today.