ბუხარა

ბუხარა (უზბეკ.: Buxoro, Бухоро; ტაჯიკ.: Бухоро; სპარს.: بُخارا‎, Buxârâ; ყაზახ.: Бұхара; რუს.: Бухара; სანსკრიტზე Vihara) — სიდიდით მეხუთე ქალაქი უზბეკეთში და ბუხარის ვილაიეთის დედაქალაქი. მოსახლეობა 1999 წლის ცენზით შეადგენდა 237.900 ადამიანს. ბუხარა, სამარყანდთან ერთად უზბეკეთის ტაჯიკური უმცირესობის ერთ-ერთ ცენტრთაგანია. ამ ქალაქში ისტორიულად ასევე დიდი რაოდენობით ებრაელებიც ცხოვრობდნენ, რომელთა წინაპრები ქალაქში რომის იმპერიის პერიოდში დასახლდნენ.

ისტორია

არქეოლოგიური მონაცემებით ბუხარა I საუკუნეში უნდა იყოს დაარსებული. როცა ქალაქი არაბებმა დაიპყრეს (709 წ.), იგი უკვე შუა აზიის მნიშვნელოვანი კულტურული და სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო (ვაჭრობდა ირანთან, ინდოეთთან, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებთან). IX-X საუკუნეებში ბუხარა სამანიდების სახელმწიფოს სატახტო ქალაქი იყო. X საუკუნის ბოლოს მომთაბარეყარახანიდებმა ჩაიგდეს ხელში, XII საუკუნის შუა ხანებში - მომთაბარე ყარაჩინელებმა, 1220 წელს ჩინგიზ-ყაენმა აიღო, 1370 წელს - თემურლენგმა. XVI საუკუნის დასაწყისში შაიბანიდების სახელმწიფოს სატახტო ქალაქი გახდა. XVI საუკუნის შუა ხანებიდან XX საუკუნემდე ბუხარის სახანოს დედაქალაქი იყო.

 
მირ-არაბის მედრესე

საუკუნეთა განმავლობაში ქალაქი ევროპასა და აზიას შორის საქარავნო ვაჭრობის ცენტრად ითვლებოდა. ბუხარა ბევრჯერ ყოფილა ანტიფეოდალური აჯანყებების კერა (მუკანას (VIII ს-ის 70-იანი წლები), მალიქ სანჯარის (1206-1207 წწ), მაჰმუდ თარაბის (1238 წ) აჯანყებები). XVII-XVIII საუკუნეში ქალაქი არაერთხელ ააოხრეს ირანელებმა და სხვა დამპყრობლებმა. 1868 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1920 წლის 2 სექტემბერს ბუხარის ემირის ხელისუფლება დაეცა. 1920 წლის 8 ოქტომბერს ქალაქი ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქად გამოცხადდა.

 
აღმოსავლეთ ბაზარი. ვასილი ვერეშაგინი 1872 წ
Photographies by:
Statistics: Position
6504
Statistics: Rank
53092

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
532896147Click/tap this sequence: 1215
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ბუხარა ?

Booking.com

What can you do near ბუხარა ?

9.002.250 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.556 visits today.