Catedral de Sevilla

( სევილიის საკათედრო ტაძარი )

სევილიის საკათედრო ტაძარი (ესპ. Catedral de Sevila, ყოფილი Catedral de Santa María de la Sede) საკუთარ ისტორიას 1402 წლიდან იწყებს, თუმცა მისი მშენებლობა მე-16 საუკუნემდე გრძელდებოდა. მდებარეობს სევილიაში, ანდალუსია, ესპანეთი.

ეს უდიდესი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (წმ. პეტრეს ბაზილიკა რომში კათედრალთა რიცხვს არ ეკუთვნის) და ასევე უდიდესი შუასაუკუნეების გოტიკური რელიგიური შენობაა, ფართობითაც და მოცულობით. მისი ზომებია 76x115 მ. და იგი ყოფილი ალმოჰადის მეჩეთის ადგილას აშენდა. მისი ცენტრალური თაღი 42 მეტრის სიმაღლემდე ადის და გვერდითი სამრეკლოებიც კი იმხელაა, რომ თითოეული ცალკე ეკლესიას დაიტევა. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ქრისტიანულ სამყაროში უდიდესად ითვლება.

ინტერიერი, ყველაზე გრძელი მრავალთაღოვანი გუმბათით მდიდრული დეკორაციებითაა მორთული, დიდი რაოდენობით ოქროს ვარაყებით. კათედრალის მთავარ ნაწილში მხოლოდ დიდი ყუთის მაგვარი სტრუქტურა გამოყოფა, რომელიც გუმბათის ცენტრალური ნაწილის ქვეშაა მოთავსებული. აქედან იხსნება ხედი კაპილა მაიორზე, რომელსაც უზარმაზარი გოტიკურ...დაწვრილებით

სევილიის საკათედრო ტაძარი (ესპ. Catedral de Sevila, ყოფილი Catedral de Santa María de la Sede) საკუთარ ისტორიას 1402 წლიდან იწყებს, თუმცა მისი მშენებლობა მე-16 საუკუნემდე გრძელდებოდა. მდებარეობს სევილიაში, ანდალუსია, ესპანეთი.

ეს უდიდესი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (წმ. პეტრეს ბაზილიკა რომში კათედრალთა რიცხვს არ ეკუთვნის) და ასევე უდიდესი შუასაუკუნეების გოტიკური რელიგიური შენობაა, ფართობითაც და მოცულობით. მისი ზომებია 76x115 მ. და იგი ყოფილი ალმოჰადის მეჩეთის ადგილას აშენდა. მისი ცენტრალური თაღი 42 მეტრის სიმაღლემდე ადის და გვერდითი სამრეკლოებიც კი იმხელაა, რომ თითოეული ცალკე ეკლესიას დაიტევა. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ქრისტიანულ სამყაროში უდიდესად ითვლება.

ინტერიერი, ყველაზე გრძელი მრავალთაღოვანი გუმბათით მდიდრული დეკორაციებითაა მორთული, დიდი რაოდენობით ოქროს ვარაყებით. კათედრალის მთავარ ნაწილში მხოლოდ დიდი ყუთის მაგვარი სტრუქტურა გამოყოფა, რომელიც გუმბათის ცენტრალური ნაწილის ქვეშაა მოთავსებული. აქედან იხსნება ხედი კაპილა მაიორზე, რომელსაც უზარმაზარი გოტიკური რეტაბლო ამშვენებს 45 ნაკვეთი სცენით ქრისტეს ცხოვრებიდან. ამ ნამუშევარზე ხელოსანი პიერ დანკარი მთელი ცხოვრება მუშაობდა და ის კათედრალის უმთავრეს ხელოვნების ქმნილებას წარმოადგენს - უდიდესი და უმდიდრესი საკურთხეველი მსოფლიოში და ერთ-ერთი უნატიფესი ნიმუში გოტიკური ხის კვეთის ტექნიკისა.

კათედრალს ასევე რელიგიურ ძვირფას ქვათა, ფერწერულ ტილოთა და სკულპტურათა დიდი კოლექცია გააჩნია, ქრისტეფორე კოლუმბის ძვალთსაცავთან ერთად.

მშენებლებს ძველი მეჩეთიდან ზოგიერთი სვეტი და ელემენტი გამოუყენებით, მათ შორის ყველაზე განთქმულია გირალდა, რომელიც თავდაპირველად მინარეთი იყო და ტაძრისთვის სამრეკლოდ გადაკეთდა. მის თავზე ქანდაკებაა, რომელიც რწმენის სიმბოლოს გამოხატავს. გირალდა ქალაქის ყველაზე განთქმული სიმბოლოა.

კათედრალი სევილიის სიმდიდრის დემონსტრერებისთვის აიგო - ის ქვეყნის უმთავრესი სავაჭრო ცენტრი გახდა რეკონქისტას მომდევნო წლებში.

კათედრალი 1987 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
579384612Click/tap this sequence: 5199

Google street view

Where can you sleep near სევილიის საკათედრო ტაძარი ?

Booking.com
487.368 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 1 visits today.