Sevilla

( სევილია )

სევილია (ესპ. Sevilla) — ქალაქი სამხრეთ ესპანეთში. ანდალუსიის ავტონომიური რეგიონისა და სევილიის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე გვადალკვივირზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროდან 87 კილომეტრის დაშორებით. ანდალუსიის დაბლობის ცენტრში. ქალაქის მოსახლეობა 2006 წლის აღწერით შეადგენდა 704.414 ადამიანს. აგლომერაციის მოსახლეობა 2000 წლის მონაცემებით იყო 1.043.000, და ამგვარად ესპანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია. სამხრეთ ესპანეთის ხელოვნების, კულტურისა და საფინანსო დედაქალაქია.

ისტორია

სევილია (ძველად ჰისპალისი) იბერიული ტომების ტურდეტანების ცენტრი იყო. ძვ. წ. III საუკუნეში დაიპყრეს რომაელებმა. 712-1248 წლებში, არაბთა ბატონობის პერიოდში, სევილიაში დიდ აღმავლობას მიაღწია ხელოსნობამ. 1026 წლიდან სევილიის საამიროს ცენტრი ხდება. არაბთა ბატონობის დასრულების შემდეგ კასტილიისა და ლეონის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
596124873Click/tap this sequence: 5221
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near სევილია ?

Booking.com

What can you do near სევილია ?

9.016.751 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 3.007 visits today.