ფირვალდშტეტის ტბა

ფირვალდშტეტის ტბა (გერმ. Vierwaldstättersee; ლუცერნის ტბა) — ტბა შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში, ალპების ძირას. მოქცეულია მთათაშუა ტექტონიკურ ქვაბულში, რომლის ფსკერი ძველი მყინვარებისაგან არის მოსწორებული. მდებარეობს ზღვის დონიდან 434 მ სიმაღლეზე. ფართობი 114 კმ². მაქსიმალური სიღრმე 214 მ. წყლის მოცულობა 11.8 კმ³. სანაპიროს დიდი ნაწილი მკვეთრად მაღლდება მთებისკენ 1500 მ სიმაღლემდე. გარშემორტყმულია მთებით. ლანდშაფტი წარმტაცია. ირგვლივ აღმართულია პილატუსისა და რიგის მთები. ტბაზე გაედინება მდინარე როისი. აგრეთვე ერთვის როისის აუზის რამდენიმე მცირე შენაკადი. შედგება ოთხი აუზისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიწრო (1 კილომეტრამდე) სრუტეებით.

ზაფხულში წყლის დონე მატულობს, რაც განპირობებულია მთებში მყინვარების დნობით. წყალი მტკნარია, ფერად მოცისფრო. 1601 წელს მომხადრმა ძლიერმა მიწისძვრამ ტბაში ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 4 მ მიაღწია. სანაოსნოა. განვითარებულია თევზჭერა. არის კალმახი. სანაპიროზე არაერთი კურორტია, მათ შორის ლუცე...დაწვრილებით

ფირვალდშტეტის ტბა (გერმ. Vierwaldstättersee; ლუცერნის ტბა) — ტბა შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში, ალპების ძირას. მოქცეულია მთათაშუა ტექტონიკურ ქვაბულში, რომლის ფსკერი ძველი მყინვარებისაგან არის მოსწორებული. მდებარეობს ზღვის დონიდან 434 მ სიმაღლეზე. ფართობი 114 კმ². მაქსიმალური სიღრმე 214 მ. წყლის მოცულობა 11.8 კმ³. სანაპიროს დიდი ნაწილი მკვეთრად მაღლდება მთებისკენ 1500 მ სიმაღლემდე. გარშემორტყმულია მთებით. ლანდშაფტი წარმტაცია. ირგვლივ აღმართულია პილატუსისა და რიგის მთები. ტბაზე გაედინება მდინარე როისი. აგრეთვე ერთვის როისის აუზის რამდენიმე მცირე შენაკადი. შედგება ოთხი აუზისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიწრო (1 კილომეტრამდე) სრუტეებით.

ზაფხულში წყლის დონე მატულობს, რაც განპირობებულია მთებში მყინვარების დნობით. წყალი მტკნარია, ფერად მოცისფრო. 1601 წელს მომხადრმა ძლიერმა მიწისძვრამ ტბაში ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 4 მ მიაღწია. სანაოსნოა. განვითარებულია თევზჭერა. არის კალმახი. სანაპიროზე არაერთი კურორტია, მათ შორის ლუცერნი. ტურიზმი.

Photographies by:
Edwin Lee - CC BY 2.0
Statistics: Position
1968
Statistics: Rank
154171

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
941726835Click/tap this sequence: 8191
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ფირვალდშტეტის ტბა ?

Booking.com

What can you do near ფირვალდშტეტის ტბა ?

8.712.076 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 9.574 visits today.