فاس البالي

( ფეს-ელ-ბალი )

ფეს-ელ-ბალი (არაბ. فاس البالي‎) — მაროკოს ქალაქ ფესის უძველესი და კედელშემორტყმული ნაწილი. თავდაპირველად იგი დაარსდა როგორც იდრისიდების დინასტიის დედაქალაქი ახ. წ. 789 - 808 წლებში. ფეს-ელ-ბალი სახელგანთქმულია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტით. მისი მოსახლეობა 156 000 ადამიანს შეადგენს და ამავე დროს წარმოადგენს ავტომანქანებისგან თავისუფალ მსოფლიოში უდიდეს არეალს.

1981 წელს, ფეს-ელ-ბალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა სახელით ფესის მედინა. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მოიცავს ფეს-ელ-ბალის ურბანულ ფაბრიკებსა და კედლებს, ასევე მის გარშემო არსებულ ბუფერულ ზონას.

ფეს-ელ-ბალი, ფეს-ჯდიდთან და ფრანგების მიერ შექმნილ ახალ ქალაქთან ერთად ფესის სამ მთავარ რაიონს წარმოადგენს.

789 წელს, ახლადშექმნილი იმპერიის დედაქალაქის ასაშენებლად იდრისებმა მდინარე ფესის მარჯვენა ნაპირი აირჩიეს. თავდაპირველი მოსახლეობის ძირითად ნაწილს ესპანეთის ქალაქ კორდობადან ამბოხის შედეგად გამოქცეული მოსახლეობა შეადგენდა, რომლებმაც აქ თავშესაფარი ჰპოვეს. 809 წელს, ასევე ...დაწვრილებით

ფეს-ელ-ბალი (არაბ. فاس البالي‎) — მაროკოს ქალაქ ფესის უძველესი და კედელშემორტყმული ნაწილი. თავდაპირველად იგი დაარსდა როგორც იდრისიდების დინასტიის დედაქალაქი ახ. წ. 789 - 808 წლებში. ფეს-ელ-ბალი სახელგანთქმულია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტით. მისი მოსახლეობა 156 000 ადამიანს შეადგენს და ამავე დროს წარმოადგენს ავტომანქანებისგან თავისუფალ მსოფლიოში უდიდეს არეალს.

1981 წელს, ფეს-ელ-ბალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა სახელით ფესის მედინა. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მოიცავს ფეს-ელ-ბალის ურბანულ ფაბრიკებსა და კედლებს, ასევე მის გარშემო არსებულ ბუფერულ ზონას.

ფეს-ელ-ბალი, ფეს-ჯდიდთან და ფრანგების მიერ შექმნილ ახალ ქალაქთან ერთად ფესის სამ მთავარ რაიონს წარმოადგენს.

789 წელს, ახლადშექმნილი იმპერიის დედაქალაქის ასაშენებლად იდრისებმა მდინარე ფესის მარჯვენა ნაპირი აირჩიეს. თავდაპირველი მოსახლეობის ძირითად ნაწილს ესპანეთის ქალაქ კორდობადან ამბოხის შედეგად გამოქცეული მოსახლეობა შეადგენდა, რომლებმაც აქ თავშესაფარი ჰპოვეს. 809 წელს, ასევე ახალი ქალაქი დააარსეს მდინარის მეორე მხარეს, სადაც ძირითადად ქალაქ კარაუანიდან (თანამედროვე ტუნისის ტერიტორია) ამობხის შედეგად გამოქცეული ხალხი დასახლდა.

ამის შემდეგ, ორივე ქალაქი, რომლებსაც ერთამანეთისგან პატარა მდინარე ჰყოფდა, დამოუკიდებლად ვითარდებოდა, სანამ XI საუკუნეში ისინი შეერთდებოდნენ.

ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რა წვლილი შეიტანეს ლტოლვილებმა ფესის აყვავებაში, არის ალ-კარაუინის უნივერსიტეტი, რომელიც 859 წელს ტუნისელმა ლტოლვილებმა დააარსეს და დღემდე მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტად მიიჩნევა.

Photographies by:
Bernard Gagnon - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
2114
Statistics: Rank
58609

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
856927431Click/tap this sequence: 2617
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ფეს-ელ-ბალი ?

Booking.com
491.609 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 81 visits today.