تخت جمشید

( პერსეპოლისი )

პერსეპოლისი (ბერძნ. Persepolis – „სპარსელთა ქალაქი“; სპარს. تخت جمشید/پارسه, თახთე-ჯემშიდი, აგრეთვე ცნობილი როგორც ჩეჰელ მინარი) — სპარსეთის იმპერიის უძველესი დედაქალაქი. მდებარეობს 70 კმ-ში თანამედროვე ქალაქ შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ირანის ფარსის პროვინციაში. დააარსა დარიოს I-მა. აქემენიდების სამეფო ქალაქი, სადაც ხდებოდა მეფეთა კურთხევა და დაკრძალვა, ფიქრობენ იგი წმინდა ქალაქი იყო, სადაც უბრალო მოკვდავთ შესვლა ეკრძალებოდათ. თავის მნიშვნელობას პერსეპოლისი სასანიანთა დროსაც ინარჩუნებდა, რაზედაც მეტყველებს ნაყშე-როსთამის კლდეებზე ამოკვეთილი მრავალი რელიეფი. ძვ. წ. 330 წელს პერსეპოლისი ალექსანდრე მაკედონელმა აიღო და გადაწვა.

პერსეპოლისის ძეგლთა კომპლექსი აქემენიდური ხელოვნების და არქიტექტურის გვიანდელ სტილს ასახავს. თეთრი ქვებით ნაგებ ბაქანზე გალავნით გარშემორტყმული სასახლის – აპადანას – ნაშთია. მაღალი, თხელი სვეტნარების რიგი ოდესღაც საზეიმო დარბაზებს ამშვენებდა. სვეტის კაპიტელად ხარის თავია. შენობებს სწორკუთხედის ფორმა აქვს. სასახლის დასავლეთით ქალაქ...დაწვრილებით

პერსეპოლისი (ბერძნ. Persepolis – „სპარსელთა ქალაქი“; სპარს. تخت جمشید/پارسه, თახთე-ჯემშიდი, აგრეთვე ცნობილი როგორც ჩეჰელ მინარი) — სპარსეთის იმპერიის უძველესი დედაქალაქი. მდებარეობს 70 კმ-ში თანამედროვე ქალაქ შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ირანის ფარსის პროვინციაში. დააარსა დარიოს I-მა. აქემენიდების სამეფო ქალაქი, სადაც ხდებოდა მეფეთა კურთხევა და დაკრძალვა, ფიქრობენ იგი წმინდა ქალაქი იყო, სადაც უბრალო მოკვდავთ შესვლა ეკრძალებოდათ. თავის მნიშვნელობას პერსეპოლისი სასანიანთა დროსაც ინარჩუნებდა, რაზედაც მეტყველებს ნაყშე-როსთამის კლდეებზე ამოკვეთილი მრავალი რელიეფი. ძვ. წ. 330 წელს პერსეპოლისი ალექსანდრე მაკედონელმა აიღო და გადაწვა.

პერსეპოლისის ძეგლთა კომპლექსი აქემენიდური ხელოვნების და არქიტექტურის გვიანდელ სტილს ასახავს. თეთრი ქვებით ნაგებ ბაქანზე გალავნით გარშემორტყმული სასახლის – აპადანას – ნაშთია. მაღალი, თხელი სვეტნარების რიგი ოდესღაც საზეიმო დარბაზებს ამშვენებდა. სვეტის კაპიტელად ხარის თავია. შენობებს სწორკუთხედის ფორმა აქვს. სასახლის დასავლეთით ქალაქის ნანგრევებია. სასახლის კომპლექსის უკან კლდეში გამოკვეთილია აქემენიდთა უკანასკნელი მეფეების აკლდამები; დარიოსი, ქსერქსე და სხვა ორი მეფე დაკრძალულია იქვე, ნაყშე-როსთამში.

პერსეპოლისში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დეკორატიული დანიშნულების სკულპტურული ქვის რელიეფებს. შემორჩენილია სასანური მრგვალი ქალაქის დარაბგერდის ნაშთი, ქ. ისტახრის ნანგრევები (დააარსეს აქემენიანებმა, გაუკაცრიელდა X საუკუნეში); V ათასწლეულის ნამოსახლარის - თალი-ბაქუნის ნაშთები. მრავლად არის აღმოჩენილი აქემენიდი მეფეების წარწერები და ათასობით თიხის ფირფიტა ელამური ტექსტებით.

Photographies by:
Statistics: Position
538
Statistics: Rank
283525

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
526374891Click/tap this sequence: 1485
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near პერსეპოლისი ?

Booking.com

What can you do near პერსეპოლისი ?

9.001.897 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.008 visits today.