باغ ارم

( ერამის ბაღი )

ერამის ბაღი (სპარს. باغ ارم) — ისტორიული სპარსული ბაღი ირანის ქალაქ შირაზში. სილამაზისა და ესთეტიკური მიმზიდველობის გამო, ერამის ბაღს ხშირად სამოთხეს უწოდებენ. მდებარეობს მდინარე ხოშკის ჩრდილოეთ ნაპირზე, ფარსის პროვინციაში. ბაღიც და პავილიონიც აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში, ქაშქების ტომების უზენაესი მმართველების მიერ. ბაღის თავდაპირველი გეგმა თავისი ოთხნაწილიანი სპარსული სტრუქტურით XVIII საუკუნეში სელჩუკებმა ააგეს და იმ დროისთვის „ბაღ-ე-შაჰს“ ეძახდნენ (მეფის ბაღი). იგი შედარებით ნაკლებად ორნამენტირებული იყო.

XVIII საუკუნის ჰოლანდიელი მოგზაური კორნელის დე ბრეინი ბაღის აღწერილობას იძლევა. საუკუნეთა განმავლობაში, სხვადასხვა მონაწილეთა მიერ სტრუქტურა იცვლებოდა, ახლდებოდა, იცვლებოდა სტილი. პირველი პავილიონი სამხრეთით, ღერძის გასწვრივ იყურება, იგი ადგილობრივმა არქიტექტორმა — ჰაჯი მოჰამედ ჰასანმა დააპროექტა. სტრუქტურა მოიცავს 32 ოთახსა და 2 სართულს, დეკორირებულია კრამიტით, რომლებზეც წაწერილია სპარსი პოეტი ჰაფეზის ლექსები. სტრუქტურა განახლდა ჯერ ზანდის დინასტიის დროს, შემდე...დაწვრილებით

ერამის ბაღი (სპარს. باغ ارم) — ისტორიული სპარსული ბაღი ირანის ქალაქ შირაზში. სილამაზისა და ესთეტიკური მიმზიდველობის გამო, ერამის ბაღს ხშირად სამოთხეს უწოდებენ. მდებარეობს მდინარე ხოშკის ჩრდილოეთ ნაპირზე, ფარსის პროვინციაში. ბაღიც და პავილიონიც აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში, ქაშქების ტომების უზენაესი მმართველების მიერ. ბაღის თავდაპირველი გეგმა თავისი ოთხნაწილიანი სპარსული სტრუქტურით XVIII საუკუნეში სელჩუკებმა ააგეს და იმ დროისთვის „ბაღ-ე-შაჰს“ ეძახდნენ (მეფის ბაღი). იგი შედარებით ნაკლებად ორნამენტირებული იყო.

XVIII საუკუნის ჰოლანდიელი მოგზაური კორნელის დე ბრეინი ბაღის აღწერილობას იძლევა. საუკუნეთა განმავლობაში, სხვადასხვა მონაწილეთა მიერ სტრუქტურა იცვლებოდა, ახლდებოდა, იცვლებოდა სტილი. პირველი პავილიონი სამხრეთით, ღერძის გასწვრივ იყურება, იგი ადგილობრივმა არქიტექტორმა — ჰაჯი მოჰამედ ჰასანმა დააპროექტა. სტრუქტურა მოიცავს 32 ოთახსა და 2 სართულს, დეკორირებულია კრამიტით, რომლებზეც წაწერილია სპარსი პოეტი ჰაფეზის ლექსები. სტრუქტურა განახლდა ჯერ ზანდის დინასტიის დროს, შემდეგ კი ყაჯარების დინასტიის დროს. ბაღის რესტავრაციისთვის ბევრი გაიღო ფეჰლევების დინასტიამ რათა ამ ბაღს საერთაშორისო აღიარება მოეპოვებინა. 1965 წელს, შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის უახლოესმა მეგობარმა და შირაზის უნივერსიტეტის კანცლერმა ადოლა ალამმა ბრიტანეთის კონსული იარნში, სერ დენის ვრაითი ერამის ბაღში პრინცესა ალექსანდრასადმი მიძღვნილ წვეულებაზე მიიწვია.

დღესსათვის ბაღი შირაზის უნივერსიტეტის საკუთრებაა და საზოგადოებისთვის ღიაა როგორც მუზეუმი, იცავს ირანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაცია. 2011 წელს ბაღი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.

Photographies by:
Mahdiz - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
1389
Statistics: Rank
86903

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
736852419Click/tap this sequence: 8472

Google street view

Where can you sleep near ერამის ბაღი ?

Booking.com
487.368 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 1 visits today.