Passau

( პასაუ )

პასაუ (წინათ: ლათ. Batavis ან Batavia; გერმ. Passau) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ გერმანიაში, ქვემო ბავარიაში. გაწოლილია ავსტრიის სახელმწიფო საზღვართან, მდინარეების დუნაის, ინისა და ილცის შეერთების ადგილზე. ცნობილია როგორც დრაიფლიუსეშტადტი ან „სამი მდინარის ქალაქი“. 2012 წლის მოსახლეობის აღწერით ქალაქში ცხოვრობდა 49,038 ადამიანი. თავდაპირველად იყო კელტური დასახლება, ხოლო მოგვიანებით კასტრუმის ნაწილი. V საუკუნის მეორე ნახევარში წმინდა სევერინუსმა აქ მონასტერი დააარსა. 739 წელს ინგლისელმა ბერ-მონაზონმა წმინდა ბონიფაციუსმა დააფუძნა პასაუს ეპარქია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო საღვთო რომის იმპერიის უდიდესი ეპარქია. პასაუ იყო შუასაუკუნეების მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. 1662 და 1680 წლებში მომხდარმა ძლიერმა ხანძარმა ქალაქს დიდი ზარალი მიაყენა და მას შემდეგ ბაროკოს სტილში იქნა გადაკეთებული. აღსანიშნავია, რომ 1552 წელს პასაუში დაიდო პასაუს სამშვიდობო ხელშეკრულება კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის. არის ბევრი ღირსშესანიშნავი ობიექტი...დაწვრილებით

პასაუ (წინათ: ლათ. Batavis ან Batavia; გერმ. Passau) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ გერმანიაში, ქვემო ბავარიაში. გაწოლილია ავსტრიის სახელმწიფო საზღვართან, მდინარეების დუნაის, ინისა და ილცის შეერთების ადგილზე. ცნობილია როგორც დრაიფლიუსეშტადტი ან „სამი მდინარის ქალაქი“. 2012 წლის მოსახლეობის აღწერით ქალაქში ცხოვრობდა 49,038 ადამიანი. თავდაპირველად იყო კელტური დასახლება, ხოლო მოგვიანებით კასტრუმის ნაწილი. V საუკუნის მეორე ნახევარში წმინდა სევერინუსმა აქ მონასტერი დააარსა. 739 წელს ინგლისელმა ბერ-მონაზონმა წმინდა ბონიფაციუსმა დააფუძნა პასაუს ეპარქია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო საღვთო რომის იმპერიის უდიდესი ეპარქია. პასაუ იყო შუასაუკუნეების მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. 1662 და 1680 წლებში მომხდარმა ძლიერმა ხანძარმა ქალაქს დიდი ზარალი მიაყენა და მას შემდეგ ბაროკოს სტილში იქნა გადაკეთებული. აღსანიშნავია, რომ 1552 წელს პასაუში დაიდო პასაუს სამშვიდობო ხელშეკრულება კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის. არის ბევრი ღირსშესანიშნავი ობიექტი. ქალაქში არის პასაუს უნივერსიტეტი, რომელიც 1978 წელს დაარსდა. პასაუს ჩრდილოეთით, 40 კილომეტრში არის ბავარიის ტყის ეროვნული პარკი.

Photographies by:
Tina Chatzidis - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
2377
Statistics: Rank
124562

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
126958374Click/tap this sequence: 5876
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near პასაუ ?

Booking.com
9.002.824 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 163 visits today.