პადრე-ტემბლეკეს აკვედუკი, სემპოალის აკვედუკი (ესპ. Acueducto del Padre Tembleque) — აკვედუკი მექსიკაში. მდებარეობს მეხიკოს შტატში და გადაჭიმულია ქალაქ სემპოალიდან ოტუმბამდე.
ავედუკი აგებულია 1553-1570 წლებს შორის. მისი სიგრძეა 45 კმ. იწყება ქალაქ სემპოალის დასავლეთით ვულკან ტესახეტესთან და სრულდება ოტუმბასთან.
2001 წლიდან შეტანილია იუნესკოს საცდელ სიაში და ნომინირებულია 2015 წელს. 2015 წლის 5 ივლისს შეტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში
კომენტარის დამატება