Pirámide del Sol

( მზის პირამიდა )

მზის პირამიდა (ესპ. Pirámide del Sol) — ტეოტიუაკანის უდიდესი პირამიდა, ერთ-ერთი უდიდესი მთელ მესოამერიკაში. მდებარეობს მიცვალებულთა გამზირის გასწვრივ, მთვარის პირამიდასა და სიუდადელას შორის, სერო-გორდოს მასიური მთის მასივის ქვეშ. წარმოადგენს ძველი ნაქალაქარის შუაგულში მდებარე ვრცელი კომპლექსის ნაწილს.

მზის პირამიდა (ესპ. Pirámide del Sol) — ტეოტიუაკანის უდიდესი პირამიდა, ერთ-ერთი უდიდესი მთელ მესოამერიკაში. მდებარეობს მიცვალებულთა გამზირის გასწვრივ, მთვარის პირამიდასა და სიუდადელას შორის, სერო-გორდოს მასიური მთის მასივის ქვეშ. წარმოადგენს ძველი ნაქალაქარის შუაგულში მდებარე ვრცელი კომპლექსის ნაწილს.

ისტორია
 
პირამიდის მწვერვალი
 
მზის პირამიდის ხედი მთვარის პირამიდიდან
 
ხედი მზის პირამიდიდან. წინ — მთვარის პირამიდა
 
პირამიდის მოდელი

სახელი „მზის პირამიდა“ აცტეკებისგან მომდინარეობს, რომლებიც ტეოტიუაკანს მას შემდეგ ესტუმრნენ, რაც ქალაქი უკვე საუკუნეების წინ იყო მიტოვებული. სახელი, რომელსაც პირამიდას ადგილობრივი ტეოტიუაკანოები უწოდებდნენ, უცნობია. აშენდა ორ ფაზად. მშენებლობის პირველი ფაზა დაახლოებით ახ. წ. 100 წელს მიმდინარეობდა, რომლის დროსაც პირამიდამ დაახლოებით იმ ზომებს მიაღწია, რაც დღეს აქვს. მეორე ფაზის დროს, სიგრძემ 224,942 მეტრს მიაღწია, სიმაღლემ კი 75 მეტრს, რის შემდეგაც, ის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პირამიდად იქცა;[1] თუმცა, სიმაღლით ის გიზის დიდი პირამიდის (146 მ) მხოლოდ ნახევარია. მეორე ფაზის დროს, მწვერვალზე ასევე დაემატა სამსხვერპლო, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. იმ პერიოდში, როდესაც აშენდა სიუდადელა და ფრთოსანი გველის პირამიდა, მზის პირამიდას დაემატა ე. წ. ადოსადას პლატფორმა.

ტეოტიუაკანოებმა თავიანთი პირამიდა კირით მოაბათქაშეს, რომელიც მიმდებარე რაიონებიდან მოჰქონდათ. კედლები მათ კაშკაშა ნახატებით შეამკეს. მიუხედავად იმისა, რომ პირამიდამ საუკუნეებს გაუძლო, მხატვრობამ და ბათქაშმა დღემდე ვერ მოაღწია. შემორჩენილია მხოლოდ იაგუარის თავის და თათების, ვარსკვლავებისა და გველის ნახატები.

არსებობს მოსაზრება, რომ მზის პირამიდა რომელიმე კონკრეტულ ღვთაებას ეკუთვნოდა, თუმცა ამ ჰიპოთეზის გასამყარებლად არც თუ ისე ბევრი მტკიცებულება არსებობს. იმის გამო, რომ მის წვერზე ერთ დროს არსებული სამსხვერპლო განადგურებულია, მისი შესწავლა ამ დროისათვის შეუძლებელია, რასაც ეს ჰიპოთეზა შეიძლება დაემტკიცებინა.

Aston, Michael (1998). Atlas of Archaeology. Dorling Kindersley, გვ. 43. ISBN 978-0-7894-3189-9. 
Photographies by:
Statistics: Position
1828
Statistics: Rank
143961

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
286974531Click/tap this sequence: 1158
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near მზის პირამიდა ?

Booking.com

What can you do near მზის პირამიდა ?

9.003.205 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 544 visits today.