მატერა (იტალ. Matera) — ქალაქი და პროვინცია იტალიის სამხრეთში, ბაზილიკატის რეგიონში. მდებარეობს პატარა კანიონის გასწვრივ, რომელიც წლების განმავლობაში პატარა ნაკადულმა გრავინამ ამოჭრა. 2008 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 60 310 ადამიანს შეადგენს.

ტერირტორია, რომელზეც დღეს მატერა მდებარეობს, ჯერ კიდევ პალეოლითის ხანიდანაა დასახლებული. ქალაქი ძვ. წ. III საუკუნეში რომაელებმა დააარსეს და კონსულ ლუის კაესილიუს მეტელუსის პატივსაცემად მეტეოლა უწოდეს. ახ. წ. 664 წელს, ქალაქი ლომბარდიელებმა დაიპყრეს და ის ბენევენტოს სათავადოს შემადგენელ ნაწილად აქციეს. VII-VIII საუკუნეებში, მატერას მიმდებარე გამოქვაბულები ბენედიქტურმა და ბერძნულ-მართლმადიდებლურმა სამონსატრო ინსტიტუციებმა აითვისეს. X საუკუნე ქალაქის ისტორიაში ბრძოლებით ხასიათდება, რომელიც სარაცინებს, ბიზანტიელებსა და საღვთო რომის იმპერიას შორის მიმდინარეობდა, რომლის იმპერატორმა ლუი II-მ მატერა დაანგრია.

აპულიაში ნორმანების დასახლების შემდეგ, 1043 წელს ქალაქი აპულიის ჰერცოგის, უილიამ რკინისმკლავია...დაწვრილებით

მატერა (იტალ. Matera) — ქალაქი და პროვინცია იტალიის სამხრეთში, ბაზილიკატის რეგიონში. მდებარეობს პატარა კანიონის გასწვრივ, რომელიც წლების განმავლობაში პატარა ნაკადულმა გრავინამ ამოჭრა. 2008 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 60 310 ადამიანს შეადგენს.

ტერირტორია, რომელზეც დღეს მატერა მდებარეობს, ჯერ კიდევ პალეოლითის ხანიდანაა დასახლებული. ქალაქი ძვ. წ. III საუკუნეში რომაელებმა დააარსეს და კონსულ ლუის კაესილიუს მეტელუსის პატივსაცემად მეტეოლა უწოდეს. ახ. წ. 664 წელს, ქალაქი ლომბარდიელებმა დაიპყრეს და ის ბენევენტოს სათავადოს შემადგენელ ნაწილად აქციეს. VII-VIII საუკუნეებში, მატერას მიმდებარე გამოქვაბულები ბენედიქტურმა და ბერძნულ-მართლმადიდებლურმა სამონსატრო ინსტიტუციებმა აითვისეს. X საუკუნე ქალაქის ისტორიაში ბრძოლებით ხასიათდება, რომელიც სარაცინებს, ბიზანტიელებსა და საღვთო რომის იმპერიას შორის მიმდინარეობდა, რომლის იმპერატორმა ლუი II-მ მატერა დაანგრია.

აპულიაში ნორმანების დასახლების შემდეგ, 1043 წელს ქალაქი აპულიის ჰერცოგის, უილიამ რკინისმკლავიანის მმართველობაში გადავიდა.

1993 წელს, იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

Photographies by:
Martin de Lusenet from Heemskerk, Netherlands - CC BY 2.0
Statistics: Position
1159
Statistics: Rank
194016

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
286354971Click/tap this sequence: 8941
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near მატერა ?

Booking.com
9.001.826 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.847 visits today.