Castel del Monte

( კასტელ-დელ-მონტეს ციხესიმაგრე )

კასტელ-დელ-მონტე (იტალ. Castle of the Mount) — XIII საუკუნის ციხესიმაგრე სამხრეთ-დასავლეთ იტალიაში, აპულიის რეგიონის ქალაქ ანდრიაში, ბარიდან 70 კმ-ით დასავლეთით. ააშენა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ, დაახლოებით 1240 — 1250 წლებში. შემდგომ პერიოდებში, ის რამდენიმეჯერ გაიძარცვა ყაჩაღების მიერ. მას არც თხრილი გააჩნია გარშემო და არც ასაწევი ხიდი, აქედან გამომდინარე, იგი არასოდეს გამოიყენებოდა როგორც თავდაცვითი ციხესიმაგრე. 1996 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ციხესიმაგრე პატარა ბორცვზე, ზღვის დონიდან 550 მეტრზე, სანტა-მარია-დელ-მონტეს მონასტრის სიახლოვეს მდებარეობს. როდესაც იგი აშენდა, ეს რეგიონი საკმაოდ ნაყოფიერი იყო და დაფარული იყო სხვადასხვა სახის მცენარეულობით.

ციხესიმაგრეს მისი მფლობელი, ფრედერიკ II სანადირო სახლად იყენებდა, სანამ ის 1250 წელს გარდაიცვლებოდა. ამის შემდეგ, ნაგებობა ციხედ გადააკეთეს, რომელსაც თავს გასაჭირის დროს აფარებდნენ. თავდაპირველად, შენობას მარმარილოს კედლები და სვეტები გააჩნ...დაწვრილებით

კასტელ-დელ-მონტე (იტალ. Castle of the Mount) — XIII საუკუნის ციხესიმაგრე სამხრეთ-დასავლეთ იტალიაში, აპულიის რეგიონის ქალაქ ანდრიაში, ბარიდან 70 კმ-ით დასავლეთით. ააშენა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ, დაახლოებით 1240 — 1250 წლებში. შემდგომ პერიოდებში, ის რამდენიმეჯერ გაიძარცვა ყაჩაღების მიერ. მას არც თხრილი გააჩნია გარშემო და არც ასაწევი ხიდი, აქედან გამომდინარე, იგი არასოდეს გამოიყენებოდა როგორც თავდაცვითი ციხესიმაგრე. 1996 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ციხესიმაგრე პატარა ბორცვზე, ზღვის დონიდან 550 მეტრზე, სანტა-მარია-დელ-მონტეს მონასტრის სიახლოვეს მდებარეობს. როდესაც იგი აშენდა, ეს რეგიონი საკმაოდ ნაყოფიერი იყო და დაფარული იყო სხვადასხვა სახის მცენარეულობით.

ციხესიმაგრეს მისი მფლობელი, ფრედერიკ II სანადირო სახლად იყენებდა, სანამ ის 1250 წელს გარდაიცვლებოდა. ამის შემდეგ, ნაგებობა ციხედ გადააკეთეს, რომელსაც თავს გასაჭირის დროს აფარებდნენ. თავდაპირველად, შენობას მარმარილოს კედლები და სვეტები გააჩნდა, რომლებიც მოგვიანებით ყაჩაღებმა შემოაცალეს.

XVIII საუკუნეში, ციხის მთელი მორთულ-მოკაზმულობა გაიძარცვა. ბურბონთა დინასტიის წარმომადგენლებმა, მისი მარმარილოს სვეტები და ფანჯრების ჩარჩოები კაზერტის სამეფო სასახლის მშენებლობაში გამოიყენეს. ამის შემდეგ იწყება ციხესიმაგრის ხანგრძლივი მიტოვებისა და მივიწყების პერიოდი. 1876 წელს, იტალიის მთავრობამ ის 25 000 ლირად იყიდა და უკვე 1928 წლიდან სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.

ამჟამად, ნაგებობა გამოსახულია 1 ევრო-ცენტიან იტალიურ მონეტაზე.

Photographies by:
Niccolò Rigacci - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
1278
Statistics: Rank
92911

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
729685134Click/tap this sequence: 9976

Google street view

Where can you sleep near კასტელ-დელ-მონტეს ციხესიმაგრე ?

Booking.com
487.376 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 2 visits today.