मदुरई

( მადურაი )

მადურაი (ტამილ. மதுரை) — ქალაქი ინდოეთში, ტამილნადუს შტატის მესამე უდიდესი ქალაქი დაახლოებით 1,7 მლნ მცხოვრებით. მდინარე ვაიგაის ნაპირებზე გაშენებული მადურაი ორი ათასწლეულის მანძილზე მთავარი დასახლება იყო. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად დასახლებული ქალაქია. წარმოადგენს მადურაის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს.

მადურაი ცნობილია პანდიისა და მადურაი ნაიაკის მეფეთა მიერ აგებული დრავიდული არქიტექტურის სტილის ტაძრებით. ამავე დროს ის ინდოეთში ინდუს პილიგრიმთა გამორჩეული სამომლოცველო ადგილია.

მადურაის ხშირად უწოდებენ „გზაჯვარედინების ქალაქს“, „ჟასმინის ქალაქს“, „ქალაქ-ტაძარს“, „ქალაქს, რომელსაც არასოდეს სძინავს“ და „ოთხი გზაჯვარედინის ქალაქს“.

მადურაის ჩანაწერებში დაფიქსირებული ისტორია ძვ. წ. III საუკუნეში იწყება და ის მოხსენიებულია ბერძენი ელჩის ინდოეთსა და ჩანაკიაში — მეგასთენეს მიერ, რომელიც ამავე დროს მავრ იმპერატორ ჩანდრაგუპტა მაურიას მინისტრიც იყო. ქალაქი ძირითადი ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო პანდიის დინასტიისთვის, რომელიც ტამილნადუსა ...დაწვრილებით

მადურაი (ტამილ. மதுரை) — ქალაქი ინდოეთში, ტამილნადუს შტატის მესამე უდიდესი ქალაქი დაახლოებით 1,7 მლნ მცხოვრებით. მდინარე ვაიგაის ნაპირებზე გაშენებული მადურაი ორი ათასწლეულის მანძილზე მთავარი დასახლება იყო. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად დასახლებული ქალაქია. წარმოადგენს მადურაის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს.

მადურაი ცნობილია პანდიისა და მადურაი ნაიაკის მეფეთა მიერ აგებული დრავიდული არქიტექტურის სტილის ტაძრებით. ამავე დროს ის ინდოეთში ინდუს პილიგრიმთა გამორჩეული სამომლოცველო ადგილია.

მადურაის ხშირად უწოდებენ „გზაჯვარედინების ქალაქს“, „ჟასმინის ქალაქს“, „ქალაქ-ტაძარს“, „ქალაქს, რომელსაც არასოდეს სძინავს“ და „ოთხი გზაჯვარედინის ქალაქს“.

მადურაის ჩანაწერებში დაფიქსირებული ისტორია ძვ. წ. III საუკუნეში იწყება და ის მოხსენიებულია ბერძენი ელჩის ინდოეთსა და ჩანაკიაში — მეგასთენეს მიერ, რომელიც ამავე დროს მავრ იმპერატორ ჩანდრაგუპტა მაურიას მინისტრიც იყო. ქალაქი ძირითადი ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო პანდიის დინასტიისთვის, რომელიც ტამილნადუსა და კერალის შტატების სამხრეთ ნაწილებზე ახ. წ. XIV საუკუნემდე ბატონობდა. 1311 წელს, პანდიის დინასტია დელის სასულთნომ დაამხო, რომელმაც მაბარის პროვინცია დააარსა, ეს უკანასკნელი კი მოგვიანებით დამოუკიდებელი მაბარის სულთანატი გახდა. როდესაც XIV საუკუნის ბოლო წლებში მაბარის სულთანატი დასუსტდა, მადურაი ვიჯაიანაგარის იმპერიამ მიიერთა. ამ იმპერიის ვიცე-მეფეებმა მადურაი ნაიაკის სამეფო შექმნეს და მას 1559-1736 წლებში მართავდნენ როგორც დამოუკიდებელი მეფეები. ჩანდა-საჰიბისა და კარნატიკის სამეფოების მცირეხნიანი ბატონობის შემდეგ, 1801 წელს მადურაის ანექსია ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ მოახდინა.

Photographies by:
Statistics: Position
3791
Statistics: Rank
29609

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
198256473Click/tap this sequence: 2256

Google street view

Where can you sleep near მადურაი ?

Booking.com
489.140 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 46 visits today.