მაჩუ-პიქჩუ (კეჩ. Machu Picchuძველი მწვერვალი) — ინკების კოლუმბამდელი, XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე, მთაგრეხილზე, რომელიც ქალაქ კუსკოდან 80 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის (1438–1472) მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. მთელ მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება.

მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის...დაწვრილებით

მაჩუ-პიქჩუ (კეჩ. Machu Picchuძველი მწვერვალი) — ინკების კოლუმბამდელი, XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე, მთაგრეხილზე, რომელიც ქალაქ კუსკოდან 80 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის (1438–1472) მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. მთელ მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება.

მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ, მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შენობათა უდიდესი ნაწილი შერემონტდა, რათა უფრო თვალნათელი გამხდარიყო, თუ როგორ გამოიყურებოდა მაჩუ-პიქჩუ თავდაპირველად. 1976 წლისთვის, ძეგლის 30% უკვე აღდგენილი იყო. აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება.

ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიქჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად იგი შედარებით ხელუხლებლადაა შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პერუს ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადდა, 1983 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2007 წელს, საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვაში მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.

მაჩუ-პიქჩუ ინკების კლასიკურ სტილშია ნაგები, ნატიფი ქვის კედლებით. მისი სამი ძირითადი სტრუქტურაა: ინტიჰუატანა (მზის დასაბმელი სვეტი), მზის ტაძარი და სამფანჯრიანი ოთახი. სამივე მათგანი განლაგებულია ტერიტორიაზე, რომელსაც არქეოლოგები მაჩუ-პიქჩუს წმინდა რაიონს უწოდებენ. 2007 წლის სექტემბერში, პერუმ და იელის უნივერსიტეტმა თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხედოს მაჩუ-პიქჩუდან წაღებული იმ არტეფაქტების დაბრუნების საკითხი, რომლებიც იელს XX საუკუნის ადრეულ წლებში ჰირამ ბინგემმა გადასცა. 2010 წლის ნოემბერში, იელის უნივერსიტეტის წარმომადგენელი არტეფაქტების პერუს უნივერსიტეტისათვის დაბრუნებას დასთანხმდა.

ისტორია

მაჩუ-პიქჩუ დაახლოებით 1450-იან წლებში აშენდა, ინკების იმპერიის ძლიერების პიკზე.[1] მშენებლობის პერიოდი ინკების ორი უძლიერესი იმპერატორის — პაჩაკუტისა (1438-1471) და ტუპაკ ინკა იუპანკის (1472-1493) მმართველობის პერიოდს ემთხვევა.[2] ზუსტად 100 წლის შემდეგ, 1572 წელს, ინკებმა იგი მიატოვეს, რაც ესპანური დაპყრობის ერთ-ერთი გვიანი შედეგი იყო.[1][3] სავარაუდოა, რომ მისი მოსახლეობა ყვავილის ეპიდემიამ გაანადგურა, რომელიც ამ არეალში ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამდე სხვა მოგზაურებმა შეიტანეს.[4] ერთ-ერთი წერილი ახსენებს სასახლე პიქჩოს, თუმცა არ არსებობს არანაირი ჩანაწერი, რომელიც ამ შორეულ ქალაქში ესპანელთა ყოფნას დაადასტურებდა. სხვა ადგილებში კონკისტადორთა მიერ დაზიანებული წმინდა ნაგებობები მაჩუ-პიქჩუში ხელუხლებელია.[3]

 
მაჩუ-პიქჩუ 1911 წელს, რეკონსტრუქციამდე

ჰირამ ბინგემი ვარაუდობდა, რომ ეს კომპლექსი ინკების ე. წ. „მზის ქალწულების“ დაბადების ტრადიციულ ადგილს წარმოადგენდა.[5] მეცნიერების მიერ უფრო ბოლო დროს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მაჩუ-პიქჩუ იმპერატორ პაჩაკუტის მამული იყო.[3] ასევე, ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების მეცნიერმა იოჰან რაინჰარდმა წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ ეს ადგილი შერჩეულ იქნა მისი მდებარეობისა და შედარებითი ხელშეუხებელი ლანდშაფტის, მაგალითად მთების გამო, რომლებიც ისეა განლაგებული, რომ ემთხვევა ინკებისთვის მნიშვნელოვან ასტრონომიულ მოვლენებს.

იოჰან რაინჰარდს სჯერა, რომ მაჩუ-პიქჩუ ინკების წმინდა რელიგიური ძეგლი იყო. ეს თეორია ძირითადად მის მდებარეობას ეყრდნობა. რაინჰარდი მას „წმინდა გეოგრაფიას“ უწოდებს, რადგან ძეგლი მთებითაა გარშემორტყმული, რომლებსაც ინკებისა და ამ მიწაზე მათზე ადრე მობინადრე კულტურათა ცხოვრებაში დიდი რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. მთის უმაღლეს მწვერვალზე, რომლის სახელსაც მაჩუ-პიქჩუ ატარებს, არის „ხელოვნური პლატფორმები, რომელთაც რელიგიური ფუნქციები აქვს, რაც თვალნათლივ ჩანს ინკების რიტუალებში“ (რაინჰარდი 2007). ეს რაინჰარდის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა, რადგან ამ ტიპის ქვების წყობა მხოლოდ რელიგიურ ადგილებშია აღმოჩენილი, რაც ნათლად მიუთითებს ამ ძეგლის რელიგიურ დატვირთვაზე.[6] მეორე თეორია მიიჩნევს, რომ მაჩუ-პიქჩუ ინკების ლიაქტა იყო — დასახლება, რომელსაც დაპყრობილი რეგიონის ეკონომიკის კონტროლისთვის აშენებდნენ. სხვა თეორია კი ამტკიცებს, რომ იგი შესაძლოა ციხე ყოფილიყო ინკების საზოგადოების წინაშე ჩადენილი საზარელი დანაშაულის კრიმინალთათვის. კიდევ ერთი ალტერნატიული თეორია ვარაუდობს, რომ მაჩუ-პიქჩუ სასოფლო-სამეურნეო სატესტო სადგური იყო. აქ შესაძლებელი იყო ბევრი განსხვავებული კულტურის ტესტირება მრავალ განსხვავებულ მიკროკლიმატში, რის შესაძლებლობასაც მდებარეობა და ტერასები იძლეოდა. დიდი ოდენობით მოსავლის მიღება რა თქმა უნდა არ იყო შესაძლებელი, მაგრამ ამით ინკებს შეეძლოთ განესაზღვრათ თუ სად რა კულტურა უნდა მოეყვანათ. ასევე არსებობს თეორია, თითქოს ქალაქი ღმერთების ადგილსამყოფელად ან მეფეთა კორონაციისთვის აშენდა.[7]

 
ხედი უაინა-პიქჩუდან

მიუხედავად იმისა, რომ ციტადელი ინკების დედაქალაქ კუსკოსგან მხოლოდ 80 კილომეტრითაა დაცილებული, ესპანელებს ის არასდროს უპოვიათ და შესაბამისად არ გაუძარცვავთ და დაუნგრევიათ ინკების სხვა ძეგლების მსგავსად.[3] საუკუნეთა მანძილზე, გარსშემორტყმულმა ჯუნგლებმა მაჩუ-პიქჩუ დაფარა და მისი არსებობის შესახებ ძალიან ცოტა გარეშე პირმა თუ იცოდა.

1911 წლის 24 ივლისს, სამეცნიერო საზოგადოებას ჰირამ ბინგემმა მაჩუ-პიქჩუს აღმოჩენის შესახებ ამცნო. იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკელი ისტორიკოსი ბინგემი ქალაქ ვილკაბამბას ეძებდა — ინკების უკანასკნელ თავშესაფარს ესპანური დაპყრობის დროს. არეალის გარშემო ის წლების განმავლობაში მოგზაურობდა და კვლევა-ძიებას აწარმოებდა. ერთ დღესაც, მაჩუ-პიქჩუსკენ ბინგემს ადგილობრივი, 11 წლის კეჩუა ბიჭი — პაბლიტო ალვარესი გაუძღვა.[3][8] ამ დროისთვის, მაჩუ-პიქჩუს ზოგიერთ სტრუქტურაში კეჩუას ოჯახები დასახლებულიყვნენ.

ბინგემმა უმალ დაიწყო ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა და მის შესახებ მოხსენებაც შეადგინა. მან კომპლექსს „ინკების დაკარგული ქალაქი“ უწოდა, რაც შემდეგში მისი პირველი წიგნის სათაურიც გახდა. 1915 წლამდე, ბინგემი მაჩუ-პიქჩუს კიდე არაერთხელ ესტუმრა და გათხრები აწარმოა, რა დროსაც მან მრავალგვარი არტეფაქტი შეაგროვა, რომლებიც იელში წაიღო. მაჩუ-პიქჩუს აღმოჩენის შესახებ ბინგემმა რამდენიმე წიგნი და სტატია დაწერა.

ძეგლმა მნიშვნელოვანი რეკლამირება მიიღო ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების წყალობით, რომელმაც 1913 წლის აპრილის მთლიანი ნომერი მაჩუ-პიქჩუს დაუთმო.

1981 წელს, მაჩუ-პიქჩუს მიმდებარე 325,92 კმ² ტერიტორია პერუმ „ისტორიულ ნაკრძალად“ გამოაცხადა. გარდა თავად ძეგლისა, ნაკრძალი მიმდებარე რეგიონის დიდ ნაწილს მოიცავს, რომელიც მდიდარია პერუს იუნგასისა და ცენტრალური ანდების ნოტიო პუნის ეკორეგიონების ფლორითა და ფაუნით.[9]

1983 წელს, იუნესკომ მაჩუ-პიქჩუ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. „ინკების ცივილიზაციის არქიტექტურის აბსოლუტუირ შედევრი და უნიკალური დამამტკიცებელი საბუთი“ — ნათქვამია ორგანიზაციის დასკვნაში.[10]

2008 წელს, მსოფლიო მონუმენტთა ფონდმა მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოში 100 ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში ჩასვა, რაც მიმდებარე გარემოს დეგრადაციითაა გამოწვეული. ეს ყოველივე კი შედეგია ტურიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხისა, ასევე სერიოზული საფრთხე მომდინარეობს ახლომდებარე ქალაქ აგუას-კალიენტესის უკონტროლო განვითარებისგან, მათ შორისაა მაჩუ-პიქჩუსკენ მიმავალი გაუმართავი ტრამვაი და ხიდის მშენებლობა მდინარე ურუბამბაზე, რაც ძეგლის მიღწევის საშუალებას ბევრად მეტ ტურისტს მისცემს. აღსანიშნავია, რომ ამ ხიდის მშენებლობით, მთავრობა სასამართლოს განკარგულების უგულებელყოფას ახდენს.

ადრეული გამოვლინებები
 
მაჩუ-პიქჩუს რუკა

მიუხედავად იმისა, რომ ბინგემი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მაჩუ-პიქჩუს შესახებ დანარჩენ მსოფლიოს ამცნო, არსებობს ცნობები, რომ ბინგემამდე ძეგლი სხვა გარეშე პირებმაც იხილეს. როგორც კუსკოს ფრანგი მკვლევარი, სიმონ ვესბარდი ამტკიცებს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იკვლევდა ინკების დედაქალაქს, 1901 წლის 14 ივლისს, მაჩუ-პიქჩუს ერთ-ერთ კლდეზე ამოკაწრულია სახელები: ენრიკე პალმა, გაბინო სანჩესი და აგუსტინ ლისარაგა; მათმა ავტორებმა კლდეზე სავარაუდოდ საკუთარი სახელები დატოვეს. 1904 წელს, მაჩუ-პიქჩუს ნანგრევები დაშორებული მთიდან სავარაუდოდ დაინახა ინჟინერმა, სახელად ფრანკლინმა. მან ნანახის შესახებ ამ რეგიონში მოღვაწე ქრისტიან მისიონერ თომას პაინეს უამბო. პაინეს ოჯახი მაჩუ-პიქჩუს აღმომჩენად თომასის დასახელებას მოითხოვს. ასევე არსებობს 1906 წლის მოხსენება, რომ პაინე და ახლაგზარდა მისიონერი სტიუარტ მაკნარინი (1867–1956) ნანგრევებზე ავიდნენ.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ბევრად უფრო ადრე, 1867 წელს ძეგლი მოინახულა და გაძარცვა გერმანელმა ბიზნესმენმა, აუგუსტო ბერნსმა.[11] აღმოჩენილია რამდენიმე მტკიცებულება, რომ მასზე უფრო ადრე, მაჩუ-პიქჩუს ეწვია ასევე გერმანელი ინჟინერი ჰასელი. მაჩუ-პიქჩუ ისტორიკოსების მიერ აღმოჩენილ 1874 წელზე უფრო ძველ რუკებზეა მონიშნული.[12]

↑ 1.0 1.1 Wright et al 2000b, გვ.1.Historic Sanctuary of Machu Picchu. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 2012-05-06. ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Wright & Valencia Zegarra 2001, 2003, გვ.1.McNeill, W. H.. Plagues & Peoples, გვ. 183. Bingham 1922, გვ.334.Reinhard, Johan 2007 Machu Picchu: Exploring an Ancient Sacred Center. Regents of the University of California, Los Angeles.Weatherford 1988, გვ. 60–62.Machu Picchu History. ourworldwonders.com. ციტირების თარიღი: 2011-10-27.Olson, D. M, E. Dinerstein; et al. (2001). „Terrestrial Ecoregions of the World: A New Map of Life on Earth“. BioScience. 51 (11): 933–938. doi:10.1641/0006-3568(2001)051[0933:TEOTWA]2.0.CO;2. ISSN 0006-3568. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-14. ციტირების თარიღი: 2012-08-27. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |author=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის unesco არ არის მითითებული ტექსტი; $2Dan Collyns (6 June 2008). „Machu Picchu ruin 'found earlier'“. BBC News.;Michael Marshall. (7 June 2008) 'Incan lost city looted by German businessman'. NewScientist.Romero, Simon (December 7, 2008). „Debate Rages in Peru: Was a Lost City Ever Lost?“. New York Times.
Photographies by:
Martin St-Amant (S23678) - CC BY 3.0
No machine-readable author provided. Xauxa assumed (based on copyright claims). - CC BY-SA 3.0
Diespas - Public domain
Statistics: Position
16
Statistics: Rank
3347421

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
518743296Click/tap this sequence: 4176

Google street view

Where can you sleep near მაჩუ-პიქჩუ ?

Booking.com
490.018 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 67 visits today.