Huayna Picchu

( უაინა-პიქჩუ )

უაინა-პიქჩუ (კეჩ. – ახალგაზრდა მთა) — მთა პერუში. მის ძირში მიედინება მდინარე ურუბამბა. იგი მაღლიდან გადმოჰყურებს და ორ ნაწილად ყოფს ინკების დაკარგულ ქალაქს – მაჩუ-პიქჩუს. ინკებმა ამ მთაზე გზა გაიყვანეს და მის მწვერვალზე ააშენეს ტაძარი და ტერასები. უაინა-პიქჩუ ზღვის დონიდან 2 720 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მაჩუ-პიქჩუზე 360 მეტრით მაღლა.

ადგილობრივი გიდების გადმოცემით, ეს მთა იყო უმაღლესი ქურუმისა და ადგილობრივი ქალწულების საცხოვრებელი ადგილი. ყოველ დილას, მზის ამოსვლის წინ, უმაღლესი ქურუმი ფეხით ჩადიოდა მაჩუ-პიქჩუში და ზარს რეკდა, რაც ახალი დღის დადგომის ნიშანი იყო. მთის კალთაზე, სიმაღლით მაჩუ-პიქჩუზე დაბლა, მდებარეობდა მთვარის ტაძარი, ერთ-ერთი მაჩუ-პიქჩუს არეალის სამ უმთავრეს ტაძართაგან.

Photographies by:
Allard Schmidt (The Netherlands) - Public domain
Pavel Špindler - CC BY 3.0
Statistics: Position
7314
Statistics: Rank
40840

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
285394761Click/tap this sequence: 5842
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near უაინა-პიქჩუ ?

Booking.com
8.723.174 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 9.312 visits today.