Λυκαβηττός

( ლიკაბეტოსი )

ლიკაბეტოსი (ბერძ. Λυκαβηττός) — ცარცული ასაკის კირქვული ბორცვი საბერძნეთში, ქალაქ ათენში. სიმაღლე ზღვის დონიდან 263 მ. მისი ტერიტორია დაფარულია ფიჭვის ხეებით, მთის ტერიტორია კი მოიცავს XIX საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესიას, თეატრსა და რესტორანს. მთა ითვლება ათენის უმაღლეს წერტილად და მის ცენტრში მდებარეობს.

მისი სახელი ეწოდება მთის ძირას აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქუჩას.

ბორცვი არის პოპულარული ტურისტული ადგილი. ყოველწლიურად ათასობით ბერძენი და ტურისტი ადის მთაზე, რათა დატკბეს ქალაქის ხედით, მოინახულოს ლიკაბეტოსის წმინდა გიორგის ეკლესია. მას მიიჩნევენ ათენში ყველაზე რომანტიკულ ადგილად. ლიკაბეტოსის ფუნიკულიორი ადის კოლონაკის სადგურიდან (რკინიგზის სადგურის ნახვა შესაძლებელია არისტოპუს ქუჩაზე). სხვადასხვა ლეგენდებში გვხვდება ლიკაბეტოსის მთა. ყველაზე პოპულარული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ძველად ეს მთა იყო მგლების თავშესაფარი, რომელიც მისი სახელის წარმომავლობიდან ჩანს (ნიშნავს „ადგილი (გორა), რომელზეც დადიოდნენ მგლები“). სხვა ეტიმოლოგია გადმოგვცე...დაწვრილებით

ლიკაბეტოსი (ბერძ. Λυκαβηττός) — ცარცული ასაკის კირქვული ბორცვი საბერძნეთში, ქალაქ ათენში. სიმაღლე ზღვის დონიდან 263 მ. მისი ტერიტორია დაფარულია ფიჭვის ხეებით, მთის ტერიტორია კი მოიცავს XIX საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესიას, თეატრსა და რესტორანს. მთა ითვლება ათენის უმაღლეს წერტილად და მის ცენტრში მდებარეობს.

მისი სახელი ეწოდება მთის ძირას აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქუჩას.

ბორცვი არის პოპულარული ტურისტული ადგილი. ყოველწლიურად ათასობით ბერძენი და ტურისტი ადის მთაზე, რათა დატკბეს ქალაქის ხედით, მოინახულოს ლიკაბეტოსის წმინდა გიორგის ეკლესია. მას მიიჩნევენ ათენში ყველაზე რომანტიკულ ადგილად. ლიკაბეტოსის ფუნიკულიორი ადის კოლონაკის სადგურიდან (რკინიგზის სადგურის ნახვა შესაძლებელია არისტოპუს ქუჩაზე). სხვადასხვა ლეგენდებში გვხვდება ლიკაბეტოსის მთა. ყველაზე პოპულარული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ძველად ეს მთა იყო მგლების თავშესაფარი, რომელიც მისი სახელის წარმომავლობიდან ჩანს (ნიშნავს „ადგილი (გორა), რომელზეც დადიოდნენ მგლები“). სხვა ეტიმოლოგია გადმოგვცემს, რომ ის წინარე მიკენური ხანისაა, პელასგების პერიოდისა (ლუკაბეტუ=მასტოიდური გორა).

მითოლოგიის მიხედვით ლიკაბეტოსის შექმნას მიაწერენ ათენას. ეს ბორცვი შეიქმნა მაშინ როდესაც ათენას დაუვარდა ცარცული მთა, რომელიც მოჰქონდა პალენეს ნახევარკუნძულიდან. ერიხთონიუსის ყუთის გახსნის შემდეგ ამ ცაცრული ქვით ათენას აკროპოლისის აშენება სურდა.

Photographies by:
Statistics: Position
1774
Statistics: Rank
152129

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
168294357Click/tap this sequence: 6471
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ლიკაბეტოსი ?

Booking.com

What can you do near ლიკაბეტოსი ?

8.832.687 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 141 visits today.